ანონსი 28 თებერვალი

28 თებერვალს, 10:00 საათზე, პოლიტიკური ჯგუფის - „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრების შეხვედრა გაიმართება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

28 თებერვალს, 11:00 საათზე, „ივენთ ჰოლ რესპუბლიკაში“ USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის და რითეილ ასოციაციის პარტნიორობის ფარგლებში ღონისძიება - „ადგილობრივ ბაზარზე წვდომის ხელშეწყობა“ გაიმართება.

მის: პირველი რესპუბლიკის მოედანი N6

28 თებერვალს, 11:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ანგარიშის „უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის მნიშვნელობა და არსებული გამოწვევები“ პრეზენტაციას გამართავს.

პრეზენტაციას დაესწრებიან საპარლამენტო ოპოზიციის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

მის: შოთა რუსთაველის გამზ.N13

28 თებერვალს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სასამართლო პროცესი გაიმართება.

28 თებერვალს, 11:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ შერჩეულ საკითხებზე სემინარი ჩატარდება, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 13 შშმ პირი მიიღებს მონაწილეობას.

ღონისძიებას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი , USAID-ის ოფისის ხელმძღვანელი პირები დაესწრებიან.

28 თებერვალს, 11:00 საათზე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის - „მოქალაქეების“ თავმჯდომარის, ალექსანდრე ელისაშვილის ბრიფინგი გაიმართება.

A კორპუსი, III სართული

28 თებერვალს, 11:30 საათზე,მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში რეგიონული პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსის, „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარის, ზაალ კასრელიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „ომის 1 წელი და უკრაინაში არსებული ვითარება“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

28 თებერვალს, 12:00 საათზე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის - „ევროპელი სოციალისტების" თავმჯდომარის, ფრიდონ ინჯიას ბრიფინგი გაიმართება.

B კორპუსი, III სართული (პლენარული სხდომის დარბაზის წინ)

28 თებერვალს, 12.00 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართება რელიგიის სააგენტოს 2020-2022 წლების ანგარიშის პრეზენტაცია.

პრეზენტაციას დაესწრებიან საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის, მედიის წარმომადგენლები.

ანგარიშს წარადგენს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე.

მის: შოთა რუსთაველის გამზ.29

საკონტაქტო პირი: ნატო ონიანი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მედია მენეჯერი ტელ.: 595 -155577

28 თებერვალს, 12:00 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307).

28 თებერვალს, 13:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეხვედრა გაიმართება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან და ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304).

28 თებერვალს, 13:30 საათზე, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“, გენდერული თანასწორობისთვის ყოველწლიური პოლიტიკური ფორუმი გაიმართება.

ღონისძიებას დასწრება 350-ზე მეტი თანამდებობის პირი, პარლამენტის წევრი, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

მის: თელავის ქ.20

საკონტაქტო: სოფო ჭიჭინაძე - 599 196907; თეიკო კანდელაკი - 599 103525 ; ელენე საყვარელიძე - 599 003944

28 თებერვალს, 13:30 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული).

28 თებერვალს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, ისნის ოლქის თავმჯდომარის გარდაცვალებასთან დაკავშირებული აკაკი კობალაძისა და აკაკი ხუსკივაძის ბრალდების საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართება, რომელზეც ჩვენებას მიცემს თავად ბრალდებული აკაკი კობალაძე.

საკონტაქტო: აკაკი კობალაძე - 577 22 85 22

28 თებერვალს 15:00 საათზე, კოლეჯ „სპექტრში“, „წყალარინების სისტემების ექსპლუატაციის“ ახალი საწარმო გაიხსნება და გაფორმდება PPP ხელშეკრულება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, კოლეჯ „სპექტრსა“ და კომპანია „ევრომასტერს“ შორის.

მის: ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩა #10

28 თებერვალს, 16.00 საათზე, პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე, აგვისტოს ომის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელი პაატა დავითაია გამართავს ბრიფინგს და საგანგებო განცხადებას გააკეთებს „ევროპელი სოციალისტების“ ინიციატივაზე აგვისტოს ომის შემსწავლელი ახალი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით.

მის: კოსტავას ქ. 23, მე-4 სართული

საკონტაქტო: 555 500 710

28 თებერვალს, 17:30 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“ იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღისადმი მიღვინილი ღონისძიება გაიმართება, რომელიც გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდის (GeRaD) მხარდაჭერით ჩატარდება.

მის: 26 მაისის მოედანი

საკონტაქტო მაია ტაკაშვილი - 577 24 40 85

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა