ლატვიის პრეზიდენტი - ნამდვილად ვხედავ უკრაინას, როგორც ნატო-ს წევრ ქვეყანას

ლატვიის პრეზიდენტის, ეგილს ლევიტსის განცხადებით, უკრაინა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთ-ერთი წევრი უნდა იყოს.

„ვფიქრობ, რომ ომის შემდეგ ეს დისკუსია განახლდება. მე ნამდვილად ვხედავ უკრაინას, როგორც ნატო-ს წევრ ქვეყანას, რადგან მას ეყოლება ერთ-ერთი საუკეთესო არმია მსოფლიოში და ეს იქნება რეალური წვლილი ნატო-ს სიძლიერეში“, - განაცხადა ლევიტსმა.

ლატვიის პრეზიდენტმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზეც ისაუბრა განმარტა, რა უნდა გააკეთოს კიევმა იმისთვის, რომ ევროკავშირის ნაწილი გახდეს.

„ამისთვის არის გარკვეული რეფორმები, რომლებიც კიევმა უნდა განახორციელოს და ამ რეფორმებს დრო სჭირდება. რა თქმა უნდა, უკრაინა ახლა ომზეა ორიენტირებული, მაგრამ ამავდროულად, ისინი უკვე რეფორმებს ატარებენ. ასე რომ, მე ვიტყოდი, რომ გაწევრიანებას არც ისე დიდი დრო დასჭირდება, თუმცა არც მომავალ წელს მოხდება“, - განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება