გია ვოლსკი - ბიძინა ივანიშვილი არ არის ადამიანი, ვინც თანხების სანაცვლოდ დაუპირისპირდება სახელმწიფოს, ხალხის და ქვეყნის ინტერესებს - „კრედიტ სუისის“ მხრიდან შანტაჟის და ზეწოლის ყველა ნიშანი სახეზეა

ბიძინა ივანიშვილი არ არის ის ადამიანი, ვინც გარკვეული თანხების სანაცვლოდ წავა და დაუპირისპირდება თავის სახელმწიფოს, თავისი ხალხის და ქვეყნის ინტერესებს - ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების ადამიანს უნდა უნდოდეს, რომ სანქციებს არ დაექვემდებაროს იმ ადამიანის რესურსი, რომელიც თავის ქვეყანაზე ზრუნავს, თანაც უანგაროდ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გია ვოლსკიმ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის და შვეიცარიულ ბანკ „კრედიტ სუისის“ საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, „კრედიტ სუისის“ მხრიდან, ფინანსური რესურსის გამოყენებით, შანტაჟის და ზეწოლის ყველა ნიშანი სახეზეა, რაც სამწუხარო ფაქტია.

„მნიშვნელოვანია, რომ არც ბიძინა ივანიშვილი არის ის ადამიანი, ვინც გარკვეული თანხების სანაცვლოდ წავა და დაუპირისპირდება თავის სახელმწიფოს, თავისი ხალხის და ქვეყნის ინტერესებს, ასე რომ აი, ეს ჭიდილი გრძელდება, მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ, თუ რამხელა საქველმოქმედო პროექტებია დღის წესრიგში. თუნდაც საგანმანათლებლო, ჯანმრთელობის დაცვის კუთხით და რასაკვირველია, ყველას უნდა უნდოდეს ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების ადამიანს, რომ ეს გაგრძელდეს და სანქციებს არ დაექვემდებაროს იმ ადამიანის რესურსი, რომელიც თავისი ქვეყნისთვის ზრუნავს, თანაც უანგაროდ. ეს არის საერთო შეხედულება, რაც წესით ამ ქვეყანაში უნდა არსებობდეს, სამწუხაროდ, ეგეთი დამოკიდებულება არ არის“, - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, იურიდიულმა ფირმამ, „ემ ქეი დიმ“ გაავრცელა სტატია, სადაც აღნიშნულია, რომ „კრედიტ სუისის" მენეჯმენტი დაუფარავად აშანტაჟებს ივანიშვილს და მიზანმიმართულად ანგრევს საკუთარი ბანკისა და შვეიცარიის საბანკო სისტემის იმიჯს. მათივე ცნობით, აღნიშნული სტატიის გამოქვეყნებაზე ევროპულ პრესაში მათ კვლავ უარი უთხრეს.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა