ლაშა ტუღუში - პარლამენტის თავმჯდომარეს ვუთხარით, რომ ისტორიული მომენტია და ისტორიის წინაშე აგებენ პასუხს - ან გვეხმარებიან ევროკავშირში შესვლაში, ან ღუპავენ ქვეყანას

პარტნიორები გვეუბნებიან, რომ აგენტების შესახებ კანონის მიღებით დავკარგავთ სტატუსის მიღების შესაძლებლობას, პარლამენტის თავმჯდომარეს ვუთხარით, რომ ისტორიული მომენტია და ისტორიის წინაშე აგებენ პასუხს - ან გვეხმარებიან ევროკავშირში შესვლაში ან ღუპავენ ქვეყანას, - ამის შესახებ "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან აგენტების რეგისტრაციის თაობაზე პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარისა და პლატფორმის წევრების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ტუღუშის თქმით, შეხვედრაზე საკმაოდ რთული საუბარი და დებატი ჰქონდათ. როგორც მან აღნიშნა, მსგავსი კანონი არათუ არ უნდა მიიღონ, არამედ პირველი მოსმენით მისი განხილვაც კი დამაზიანებელი იქნება ქვეყნისთვის და შესაძლოა, შექმნას გადაულახავი პრობლემა.

"ჩვენი პოზიცია გახლდათ, რომ ეს კანონები აუცილებლად გასატანია პარლამენტიდან, რადგან მისი პირველი მოსმენით განხილვა დამაზიანებელი იქნება ქვეყნისთვის, დიდი ალბათობით ამან შეიძლება გადაულახავი პრობლემა შეუქმნას საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით

ასევე ველაპარაკეთ იმის თაობაზე, თუ რა ზიანს მოუტანს ეს ქვეყანას დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით, რადგან არ შეიძლება სამოქალაქო სექტორს და მედიას მიიჩნევდე უცხო ქვეყნის აგენტებად და ასეთი იარლიყი მიაწებო იმის გამო, რომ ისინი ასრულებენ ძალიან მნიშვნელოვან სამოქალაქო თუ სახელმწიფოებრივ ფუნქციებს და ასრულებენ ძალიან კარგად, ემსახურებიან ქვეყნის მნიშვნელოვან ინტერესებს. ჩვენ გვქონდა ძალიან რთული საუბარი და სერიოზული დებატი იმ შინაარსთან მიმართებით, რომელიც ჩვენთვის ძალიან ცალსახაა და არ იწვევს არავითარ დისკუსიას. ისინი ამბობდნენ, რომ ეს არის გამჭვირვალობისთვის, ჩვენ ვამბობდით, რომ ეს მიმართულია არა ზოგადად გამჭვირვალობისკენ, არამედ ამ ორგანიზაციების, რომლებიც "მხილებულნი არიან სხვა ქვეყნის ინტერესების გატარებაში" იმათ გამჭვირვალობისკენ. ეს მიუღებელია, ეს კანონი არამარტო საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის და მედიისთვის არის მიუღებელი, არამედ პირდაპირ, ნათლად გვეუბნებიან ჩვენი პარტნიორები აშშ- დან, ევროკავშირიდან, ელჩები, კომისრები, ევროპარლამენტარები, კონგრესის წარმომადგენლები, რომ მიიღებთ თუ არა ამას, თქვენ გააუარესებთ თქვენს მდგომარეობას, პრაქტიკულად გვეუბნებიან, რომ დავკარგავთ სტატუსის მიღების შესაძლებლობას. ვუთხარით, რომ ახლაა ისტორიული მომენტი და ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ისტორიის წინაშე ისინი აგებენ პასუხს, ან გვეხმარებიან (ევროკავშირში) შესვლაში ან ქვეყანას ღუპავენ,"- განაცხადა ტუღუშმა.

ცნობისათვის, პარლამენტის თავმჯდომარე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებს უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა და უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის თაობაზე კანონპროექტებთან დაკავშირებით შეხვდა. შეხვედრა სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა