ტერიტორიული რეზერვის პროგრამა გრძელდება

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ტერიტორიული რეზერვის პროგრამას განაგრძობს. სამინისტროს ცნობით, ტერიტორიული, ანაზღაურებადი რეზერვი სამხედრო ვალდებულების მოხდის ნებაყოფლობით ფორმას წარმოადგენს და ქვეყნის თავდაცვაში მოქალაქეების ჩართულობას უზრუნველყოფს.

რეზერვში საქართველოს მოქალაქეობის მქონე 18 დან 51 წლამდე პირები მიიღებიან, მათ შორის, სტუდენტები 18 დან 22 წლის ჩათვლით.

„მიღებისას რეზერვისტს 4-წლიანი კონტაქტი უფორმდება. მათი ანაზღაურება ყოველთვიურად წოდებრივი სარგოს 20% შეადგენს, ხოლო ქვედანაყოფში ყოფნისას ხელფასს სრულად იღებენ. რეზერვში ჩარიცხული რეზერვისტის მინიმალური წლიური ანაზღაურება 4218 ლარია.

ტერიტორიულ რეზერვში გაწვევა/ჩარიცხვა ხდება ტერიტორიული (რეგისტრაციის ადგილის) პრინციპით რეზერვისტების საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღემდე პერიოდს მოიცავს, რომელიც 12 თვეზე თანაბრად ნაწილდება.

შეკრებაზე გამოცხადების თარიღები წინასწარ არის ცნობილი. მომზადების კურსის მთავარი მიზანია, საველე შეკრებებზე რეალური საბრძოლო უნარების შესწავლა.

ტერიტორიული რეზერვის გავლის პერიოდში მოქალაქეები უზრუნველყოფილნი არიან სოციალური და სამართლებრივი დაცვით, ასევე, ინდივიდუალური სამედიცინო დაზღვევით.

რეზერვში მიღება რეგისტრაციისა და სამხედრო სამედიცინო შემოწმების გავლის საფუძველზე ხორციელდება. საბუთების მიღება მიმდინარეობს სამუშაო დღეების განმავლობაში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, პარასკევს 10:00 საათიდან 12:00 საათამდე, შემდეგ მისამართებზე:

ქ. თბილისი, ეროვნული გვარდია, გორგასლის ქ. #89; ტელ: 595 05 06 85; 595 06 03 44 ქ. ქუთაისი, ფ. ვარლამიშვილის ქ.#52; ტელ: 591 19 60 70 ქ.

თელავი - ეროვნული გვარდიის მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადა, თამარის ქ. N36; ტელ: 591 17 55 03;

გარდაბნის რ-ნი სოფ. მთისძირი - წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრი „კრწანისი“ ტელ: (995) 577 19 82 83

ქ. სენაკი - დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადა, ცერცვაძის ქ. #1 ტელ: 595 80 49 42

ქ. ბათუმი - ეროვნული გვარდიის მე - 10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადა, ადლიის ქ.# 76, ტელ: 591 17 55 14; 577 19 73 05

ქ. ახალციხე, კოსტავას ქ. #1 ტელ: 591 55 05 68; 577 19 23 90 შესაძლებელია ონლაინ რეგისტრაციაც: onlinebct.mod.gov.ge,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს