ანონსი  1-ელი მარტი

1 მარტს, 11:00 საათზე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციასთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს.

მის.: ე.მინდელის ქ. N9

საკონტაქტო პირი: თამთა ბატიაშვილი - 595 767676

1 მარტს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „თამბაქოს კონტროლის ცენტრის“ დირექტორის, გიორგი მაღრაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „თამბაქოს მოხმარების კონტროლის უახლესი შედეგები: სად ვლინდება დარღვევები და როგორ მუშაობს კანონი.

ელექტრონული სიგარეტის მოხმარების გახშირებული ფაქტები მოზარდებში და საფრთხეები. ფილტვის ახალი დაავადება, რომელიც მხოლოდ ე.წ „ვეიპერებს“ ემართებათ“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

1 მარტს, 11:30 საათზე, ადამიანის უფლებათა ცენტრი პრესკონფერენციაზე ანალიტიკურ დოკუმენტს: „სამედიცინო მომსახურებისას დაზარალებული მოქალაქეების სამართლებრივი პრობლემების ანალიზი“ წარადგენს, რომელსაც დაზარალებული პაციენტების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

მის: აკაკი გახოკიძის 11 ა, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზი.

1 მარტს, 12:00 საათზე, მარნეულში დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმის ავტორიზაციის შეწყვეტასთან დაკავშირებით მშობელთა და მასწავლებელთა საპროტესტო აქცია და სკოლის ადმინისტრაციის პრესკონფერენცია გაიმართება.

მის: მარნეული, აღმაშენებლის ქ. 89. დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმი

საკონტაქტო: ლამზირა ხუდაძე - 595 75 25 22

1 მარტს, 12:00 საათზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური კონფერენციას გამართავს, რომელსაც პარლამენტის, სასამართლო კორპუსის, აკადემიური სფეროსა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები დაესწრებიან.

თემა: პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობა და მისი სამართლებრივი ასპექტები საქართველოში.

მის: ვარდების რევოლუციის მოედანი (სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“)

1 მარტს, 15:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდება.

ადგილი: ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

1 მარტს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ბრალდებულების სასამართლო პროცესი გაიმართება.

1 მარტს, 18:00 საათზე, კოტე და სოსო წერეთლების მემორიალურ სახლ-მუზეუმში მწერალ დათო ტურაშვილთან შეხვედრა გაიმართება.

თემა: „თავისუფლების თვითმფრინავი“.

მის: დ. უზნაძის ქ. N2 (კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური სახლ-მუზეუმი)

საკონტაქტო: თამარ გურგენიძე - 599 899 628

1 მარტს, 20:00 საათზე, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში წიგნის „ფემინიზმი კაცებისთვის“ პრეზენტაცია გაიმართება.

მის: მერაბ ალექსიძის 10

საკონტაქტო: 599 11 08 11

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს