დანიისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროები ახალ პროგრამას იწყებენ

დანიისა და საქართველოს თავდაცვის უწყებები თანამშრომლობას აძლიერებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინსიტრო ავრცელებს.

თავდაცვის უწყების ინფორმაციის თანახმად, ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ დანიის ელჩთან, ანე ტოფტ სორენსენთან ერთად განიხილა, რომელმაც ლელა ჩიქოვანს ახალი თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი იენს ერიკ ჰიორტი წარუდგინა.

ლელა ჩიქოვანმა დანიურ მხარეს ურყევი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ახალ ატაშეს წარმატებები უსურვა.

თავდაცვის სამინსიტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერებისა პრაქტიკული მექანიზმების ეფექტიანი გამოყენების მნიშვნელობა.

დანიის ელჩი და ატაშე ეროვნულ გვარდიაშიც იმყოფებოდნენ, სადაც მათ საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ უმასპინძლეს.

„ვიზიტის ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და SNGP-ის ფარგლებში ეროვნული გვარდიისთვის დანიური მხარის მიერ გადმოცემული აღჭურვილობა დაათვალიერეს. ახალი პროგრამის ფარგლებში, დანიის შიდა გვარდია და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მომავალი 4 წლის განმავლობაში საქართველოს დახმარებას გაუწევენ მედეგობის გაძლიერებაში”, - აღნიშნულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს