გიგა ბოკერია - ცდილობენ, საზოგადოების ნაწილი და საერთაშორისო საზოგადოება დაარწმუნონ, რომ საქართველო იყო ომში დამნაშავე, რაც არის სამარცხვინო ილუსტრაცია

სამარცხვინო რეჟიმისა და მისი პოლიტიკური არარაობების ილუსტრაციაა, ამ შემთხვევაში, განსაკუთრებით მდინარაძის , - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის მიერ ფრიდონ ინჯიას ინიციატივაზე გაკეთებულ განცხადებას.

ბოკერიას თქმით, მაშინ, როცა დასავლეთშიც და ქვეყნის შიგნითაც, თუკი არსებობდა, ფაქტობრივად მოხსნილია კითხვა, ვისი ბრალი იყო აგვისტოს ომი, „ქართული ოცნება“ ცდილობს „შეცდომა“ გამოასწოროს.

“ახლა, უკრაინის წინააღმდეგ ბოლო აგრესის შემდეგ, დასავლეთშიც და ქვეყნის შიგნითაც კი, თუ ვინმეს ჰქონდა რუსული პროპაგანდის გამო არეული სურათი თავში - ვისი ბრალი იყო აგვისტოს ომი, ეს კითხვა ფაქტობრივად, მოიხსნა.

„ქართულმა ოცნებამ“ და ივანიშვილის რეჟიმმა, როგორც ჩანს, უნდა გამოასწორონ ეს „შეცდომა“, უნდა დაუდასტურონ ჩვენი საზოგადოების ნაწილს, ვისაც სჯერა მათი და საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ძველი მთავრობა, ანუ საქართველო, რადგან ის ქართველ ხალხს წარმოადგენდა, არის დამნაშავე ამ ომში. ამისთვის აკეთებენ ყველაფერს, სწორედ მათ შორისაა, ომის შიშის დანერგვის საკითხიც”, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. ]

ცნობისთვის, „ევროპელი სოციალისტები“, პროკურატურაში 2008 წლის ომის გამოძიების დაწყების მოთხოვნით, ხელმოწერებს აგროვებენ და პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ. აღნიშნულის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ინჯია ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ომისთვის მზადება 2007 წელს დაიწყო, ასევე ქართულ მხარეს ადანაშაულებს 2008 წელს ომის დაწყებაშიც. ინჯია ამბობს, რომ ეს იყო სააკაშვილის ძირითადი დანაშაული, რომელიც „მიიჩქმალა". აქვე დასძენს იმასაც, რომ სააკაშვილი ყველა ნაბიჯს ამერიკელებს უთანხმებდა და ამ ქმედებებს მათ გარეშე ვერ დაგეგმავდა და განახორციელებდა.

აღნიშნული საკითხის კომენტირებისას „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ აინტერესებს, „რატომ ჩაიდინეს მოღალატეობრივი ქმედებები“ და ამის გამოძიებას „სიამოვნებით“ დაუჭერდა მხარს.

ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ეკონომიკური სანქციის რაობა: დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს
ავტობუსის ზოლში მოძრავი ახალი Taxi კატეგორია Bolt-ის აპლიკაციაში
„სპანჯბობი“ და „კუ ნინძა“ პატარებს მთაწმინდის პარკში, „დიჯიტალ ტვ“-ის სივრცეში ელოდებიან
Hilton Garden Inn Tbilisi Riverview თბილისში 2023 წლის ივლისში გაიხსნება
რომპეტროლი „BREATH Georgia“-სთან თანამშრომლობით კვლავ აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას