ლევან იოსელიანი - ომბუდსმენის საკითხზე შეთანხმების გარეშე პროცესი ჩიხში იქნება შეყვანილი და არის კიდეც - შევეცდები, ყველა პარტიის კონსენსუსური ფიგურა გავხდე და მხარდაჭერა მოვიპოვო

შევეცდები, რომ კონსენსუსური ფიგურა გავხდე ყველა პარტიის და რაღაცნაირად ეს მხარდაჭერა მოვიპოვო , - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ომბუდსმენობის კანდიდატმა, ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

ლევან იოსელიანის თქმით, სახალხო დამცველის კანდიდატზე პოლიტიკოსების შეთანხმების გარეშე პროცესი ჩიხში იქნება შეყვანილი.

„პოლიტიკური პარტიების, პოლიტიკური ჯგუფების შეთანხმების გარეშე პროცესი ჩიხში იქნება შეყვანილი და არის კიდეც. იქიდან გამომდინარე, რომ ვიცი პარლამენტში ჩემს მიმართ პოლიტიკოსების განწყობები, როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატების, შევეცდები, რომ კონსენსუსური ფიგურა გავხდე ყველა პარტიის და რაღაცნაირად მხარდაჭერა მოვიპოვო. იმიტომ კი არა, რომ იდეაფიქსი მაქვს, რომ ომბუდსმენი გავხდე, თუმცა კი ძალიან საპატიო თანამდებობაა თავისთავად იმიტომ, რომ 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი ყველაზე მთავარი რეკომენდაციაა, რომელიც არის გასაღები ჩვენთვის“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

იოსელიანის თქმით, „ქართულ ოცნებაშიც“ და „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ მას ბევრი დეპუტატი დაუჭერს მხარს.

„ქართულ ოცნებაში ისევე, როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“, არის ბევრი ადამიანი, ვისაც პირადად ჩემთვის უთქვამს, რომ ისინი მხარს დამიჭერდნენ, მე რომ ვყოფილიყავი კანდიდატი. ვინც მხარს მიჭერს, ასეთი ადამიანი ერთგანაც და მეორეგანაც, არაა ცოტა. გარდა ამისა, დამოუკიდებელი კანდიდატები დღეს საჯაროდ გამოვიდნენ და გააკეთეს განცხადება და მინდა მათ მადლობა გადავუხადო, ვინც უკვე დამიჭირა მხარი“, - აცხადებს იოსელიანი და დასძენს, რომ 2 წლის მანძილზე, რაც „მოქალაქეები“ პარლამენტშია, „რაღაც ნდობა ააშენა“.

„მე ვფიქრობ, რომ უმეტესობაში ნდობა არსებობს“, - აცხადებს ლევან იოსელიანი.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს