ანონსი 2 მარტი

2 მარტს, 10:30 საათზე, პარლამენტში გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის და ნატოს სათაო ოფისის წარმომადგენლების მაღალი დონის შეხვედრა გაიმართება.

2 მარტს, 10:30 საათზე, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ სასტუმრო „თბილისი მარიოტში“, ახალი კვლევის „შრომის ანაზღაურების გაუმჭვირვალობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში“ პრეზენტაციას გამართავს.

მის: შოთა რუსთაველის გამზ. 13

საკონტაქტო: სალომე აჩბა - 593 73 75 03

2 მარტს, 11:00 საათზე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის - „გირჩის“ წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის ბრიფინგი გაიმართება.

2 მარტს, 11:00 საათზე, სამი ოპოზიციური პარტია (გირჩი მეტი თავისუფლება, დროა, სტრატეგია აღმაშენებელი) და საზოგადოებაში აქტიური სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი, ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ

თემა: 24 თებერვლის აქციის საინიციატივო ჯგუფის ნაბიჯები; ხალხის ძალის მიერ ინიცირებული კანონი

მის: რუსთაველის 21 (24 თებერვლის საორგანიზაციო შტაბი)

2 მარტს, 11:00 საათზე, პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე - რაისა ლიპარტელიანი „მედიაცენტრ მთავარში" განცხადებას გააკეთებს.

თემა: კვლევა - ქალთა შრომითი უფლებები; ქალისა და მამაკაცის სახელფასო სხვაობა; შევიწროება; სამუშაო ადგილებზე ხელმისაწვდომობა; საჩივრები.

მის: ერწოს ქ.N11.

საკონტაქტო: 599 72 65 65

2 მარტს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ნელი კორკოტაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „საწვავის ხარისხი საქართველოში - მასშტაბური შემოწმებისას გამოვლენილი დარღვევები და გამოწერილი ჯარიმები.

დაგეგმილი რეგულაცია, რომლითაც გზებზე გამონაბოლქვი გაკონტროლდება - როგორ შეამოწმებენ მანქანებს და რა სახის ჯარიმები დაეკისრებათ დამრღვევებს“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

2 მარტს, 12:00 საათზე, დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მასწავლებლები და მშობლები განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან საპროტესტო აქციას გამართავენ.

მის: მერაბ ალექსიძის ქუჩა, მეორე შესახვევი N2

2 მარტს, 12:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

2 მარტს, 12:00 საათზე, „ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის” წევრებს შეუერთდებიან ადვოკატები და იურისტები, რომლებიც უზენაესი სასამართლოდან საჯარო მიმართვით გამოხატავენ საკუთარ პოზიციას ნიკა გვარამიას უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით.

საკონტაქტო: ნინო გოგინაშვილი - 555 63 66 36

2 მარტს, 12:00 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში“, EOC-ის ქარტიის შესაბამისად, ევროპის ზამთრის XVII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის (ბაკურიანი - 2025) ორგანიზატორი ქალაქის ხელშეკრულებას" მოეწერება ხელი.

ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ: ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი სპიროს კაპრალოსი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურია, ქალაქ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე.

საკონტაქტო: თეონა ომანაძე - 599 58 00 01

2 მარტს, 13:00 საათზე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

2 მარტს, 15:30 საათზე, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

2 მარტს, 18:30 საათზე, „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება“ და ორგანიზაცია „ზნეობა“ კინოთეატრ „ამირანთან“ ფილმის „ჩემი ოთახის“ ჩვენება - პრემიერას გააპროტესტებენ.

2 მარტს, 19:00 საათზე, „რადისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართება ღონისძიება, სადაც დაანონსდება ქართული სტარტაპის CityPay.io-ის რეგიონალური პარტნიორობის შესახებ ინფორმაცია მსოფლიოს სიდიდით პირველ კრიპტო exchange პლატფორმასთან Binance-თან.

მის: ვარდების რევოლუციის მოედანი 1

ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს