ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ე.წ. ჰიბრიდული ომის ნაწილია ის რუსული კანონპროექტი, რომლის განხილვასაც საქართველოს პარლამენტი იწყებს

„ლელოს“ დეპუტატის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ე.წ. ჰიბრიდული ომის ნაწილია ის რუსული კანონპროექტი, რომლის განხილვასაც საქართველოს პარლამენტი იწყებს.

როგორც მან აღნიშნა, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს და საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს ესაუბრა.

“დღეს ვესაუბრე ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში, ირენ ფელინს, ასევე საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, ალექსანდრ ვინნიკოვს.

ვისაუბრე როგორ მძიმე სოციო-ეკონომიკურ და ფსიქოლოგიურ გარემოში უწევთ თავის გატანა ომით დაზარალებულ ქალებს და მათ, ვინც საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ცხოვრობს.

ვისაუბრე „ჰიბრიდულ ომზე“, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ წარმოებს და რომლის მთავარი სამიზნე არის ევროატლანტიკური კურსი. ვუთხარი, რომ ამ „ჰიბრიდული ომის“ ნაწილია ის რუსული კანონპროექტიც, რომლის განხილვასაც რამდენიმე საათში პარლამენტი იწყებს.

ასევე, ვისაუბრე, რას ვაკეთებთ „ლელო“ 12 პუნქტის შესასრულებლად, მიუხედავად ხელისუფლების დამაზიანებელი ნაბიჯებისა და რომ კანდიდატის სტატუსი გვჭირდება პირველ რიგში, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის”,-განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ინფორმაციას „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერული პროექტების ნოვატორულ დიზაინ კონცეპციებს NBK-ს ტერაკოტას საფასადე მასალებით აღასრულებს
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
Tempo Beverages-მა „ზედაზენის“ საკონტროლო პაკეტი შეიძინა – ისტორიული გარიგება ქართული სასმელების სექტორში
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა