მიხაილო პოდოლიაკი - რუსეთში დივერსიული ჯგუფის შესვლის შესახებ ინფორმაცია კლასიკური მიზანმიმართული პროვოკაციაა

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ეხმაურება რუსული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე, რომელიც უკრაინის საზღვართან მდებარეობს, უკრაინელი დივერსანტები შეიჭრნენ.

„რუსეთის ფედერაციაში დივერსიული ჯგუფის შესვლის შესახებ ინფორმაცია კლასიკური მიზანმიმართული პროვოკაციაა. რუსეთის ფედერაციას სურს, შეაშინოს თავისი ხალხი, რათა გაამართლოს სხვა ქვეყანაზე თავდასხმა და მზარდი სიღარიბე ომიდან ერთი წლის შემდეგ. რუსეთის ფედერაციაში პარტიზანული მოძრაობა თანდათან უფრო ძლიერი და აგრესიული ხდება. გეშინოდეთ თქვენი პარტიზანების“, - წერს პოდოლიაკი „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, რუსული მედია ბრიანსკის ოლქის გუბერნატორზე, ალექსანდრე ბოგომაზზე დაყრდნობით იუწყება, რომ „უკრაინელი დივერსანტები ოლქის ორ სოფელში შევიდნენ, სადაც ახლა ბრძოლა მიმდინარეობს“. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ბრიანსკის ოლქში „უკრაინელმა ბოევიკებმა ტერორისტული თავდასხმა“ მოაწყვეს. „საუბარია ტერორისტების თავდასხმაზე. ახლა მიიღება ზომები ამ ტერორისტების განადგურების მიზნით", - აღნიშნა პესკოვმა.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერული პროექტების ნოვატორულ დიზაინ კონცეპციებს NBK-ს ტერაკოტას საფასადე მასალებით აღასრულებს
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
Tempo Beverages-მა „ზედაზენის“ საკონტროლო პაკეტი შეიძინა – ისტორიული გარიგება ქართული სასმელების სექტორში
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა