პარლამენტის შენობასთან აქცია გაიმართება

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტთან დღეს, 18:00 საათზე, აქცია დააანონსეს.

ხაბეიშვილმა პირდაპირი ეთერით მოუწოდა მოქალაქეებს პარლამენტის შენობის წინ მივიდნენ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით კი, ე.წ. აგენტების შესახებ კანონი არის რუსული კანონი, რომელსაც „გავეშებით“ იცავს „ქართული ოცნება“.

როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, საქართველო არასდროს გახდება რუსეთის მონა, ამიტომ მნიშვნელოვანია ხალხის ძალის დემონსტრირება.

„ეს არის რუსული კანონი, რომელსაც ხედავთ, როგორი გავეშებით იცავს „ქართული ოცნება“. რაც ხდება ახლა კომიტეტზე, არის სრულიად უკანონო. შეკრულია თავიდან ბოლომდე ყველა უმრავლესობის წევრი, რომ გაატარონ რუსული ინტერესები ქვეყანაში. ჩვენ გვინდოდა პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა, რომ მას შეეწყვიტა ეს უკანონო პროცესი, რაც დღეს მიდის, მაგრამ, სამწუხაროდ, ხედავთ, რომ პოლიციელების ზურგს უკან, ეს ლაჩრები, მხდალი ნაძირლები, რუსეთის ინტერესების გამტარებლები, ეს არაფრისმაქნისი პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა დოქსოპულო არის მიმალული და ერთ სიტყვასაც არ ამბობს მაშინ, როდესაც ეს ხდება პარლამენტში. ამიტომ, ყველას გთხოვთ, რომ შევიკრიბოთ პარლამენტთან. ორშაბათსაც არის კომიტეტის სხდომა, შემდგომ არის სესიები და ამიტომ ხალხის ძალა არის მთავარი და გადამწყვეტი. დღეს შევიკრიბოთ 6 საათზე, ვისაც შეგიძლიათ მანამდეც, ჩვენ აქ ვართ. 6 საათიდან დავიწყოთ ყველამ შეკრება, რომ ვაჩვენოთ რეალური ხალხის ძალა რაშია და რომ ჩვენ არასდროს რუსეთის მონები არ გავხდებით. სოზარისტები რუსეთის მონები გახდნენ, ბიძინისტებიც რუსეთის მონები გახდნენ, იგივე არის პაპუაშვილი, კობახიძე, მაგრამ ამ ადამიანებს პასუხი უნდა ვაგებინოთ იმიტომ, რომ სამშობლო გვიხმობს. ამიტომ ყველას გელოდებით პარლამენტთან 6 საათზე“,- განაცხადა ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო