ალეკო ელისაშვილი უმრავლესობას - ამ ქვეყანას პერსპექტივას უკლავთ - ალალად მითხარით, ასეთი „ხოში“ გვაქვს, რომ ეს ქვეყანა რუსეთში უნდა შევიყვანოთო

სხვა პრობლემას ვერ ხედავთ? შეიძლება „ჯიპებიდან“ არ ჩანს, მაგრამ წამოდით აბა, ნავთლუღის ბაზარში გავიაროთ, - ასე მიმართა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის წევრებს, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.

როგორც მან განაცხადა, ეს კანონპროექტი რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს და საქართველო რუსეთი არ გახდება.

„ამდენი ხნის განმავლობაში სხვა პრობლემა ვერ დავინახეთ? თან ჩვენი მეგობრები რომ გვეუბნებიან, ვისაც 30 წელია ჩვენი ქვეყანა ხელის გულზე უჭირავს, რუსეთის ტანკი რომ თბილისში არ შემოვიდა მათი დამსახურებაა. აფხაზეთი და სამაჩაბლო რომ არ უცნიათ, მათი დამსახურებაა. ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის კი არა, აშშ-ის საელჩოს ეშინიათ. ახლაც რომ გვეუბნებიან, ნუ აკეთებთ ამას, ეს არის ის, რაც ერთი-ერთში გააკეთა პუტინმა და რუსეთმა. გვეუბნებიან, გინდათ ჩვენთან? გინდათ, რომ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი იყოთ? მაშინ ამას ნუ აკეთებთ. სხვა დარდი ქვეყანაში არ არის? სხვა პრობლემას ვერ ხედავთ? შეიძლება „ჯიპებიდან“ არ ჩანს, მაგრამ წამოდით აბა, ნავთლუღის ბაზარში გავიაროთ“,-მიმართა ელისაშვილმა უმრავლესობას.

მან განაცხადა, რომ ხელისუფლება საქართველოს ევროპულ პერსპექტივას უკლავს.

„ამ ქვეყანას პერსპექტივას უკლავთ. მაშინ ალალად მითხარით და უფრო პატიოსანი კაცი იქნებით თუ მეტყვით, ასეთი „ხოში“ გვაქვს, რომ ეს ქვეყანა რუსეთში უნდა შევიყვანოთო. ეს არის საქართველო და რუსეთი არ გახდება!“,-განაცხადა ელისაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ ქვეყანაში მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობაა. „თუ ვინმეს ეჭვი ეპარება იმაში, რომ ხალხს უჭირს, ნავთლუღის ბაზარში მთელი შემადგენლობით წავიდეთ და ვნახოთ ტალახში, თოვლში, წვიმაში, უბედურებაში 5 ლარის საშოვნელად ხალხი ქუჩაში რომ ზის, შვილს რაღაც ორი ლუკმა მიუტანოს. ჩავიდეთ მიწისქვეშა გადასასვლელში, ხალხი დღეს და ღამეს რომ ათენებს. შემოგვყურებენ, ეს ხალხი რომ ავირჩიეთ და ჰალსტუხები გაუკეთებიათ, იქნებ ქვეყნისთვის სასიკეთო რაღაც გააკეთონო“,-განაცხადა ელისაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა