ნიკოლოზ სამხარაძე - რატომ არის აქცენტი გაკეთებული დასავლეთზე? - საქართველოში არსებობს ექსტრემისტული რელიგიური ორგანიზაციები, რომლებმაც საქართველოს უსაფრთხოებას, შეიძლება საფრთხე შეუქმნან

ელჩებთან საუბრისას იყო ხაზგასმა იმაზე, რომ მათ აქვთ წუხილები კანონის კონკრეტულ მუხლებთან, თუმცა გამჭვირვალობის წინააღმდეგი არ არიან, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივების განხილვა მიმდინარეობს.

სამხარაძის თქმით, გუშინდელ შეხვედრაზე, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის თაობაზე“ კანონპროექტებთან დაკავშირებით, შეხვდა, ელჩების შეთავაზება იყო კანონი ისეთი ფორმით მიიღონ, რომ გამჭვირვალობას პრობლემა არ შეექმნას.

„ბევრი ტყუილი და არასწორი ინფორმაცია გაჟღერა, ამიტომ საჭიროა ჩვენმა საზოგადოებამ სიმართლე იცოდეს. პირველ რიგში, მინდა ვთქვა რომ იმ შეხვედრაზე, რომელიც გუშინ გაიმართა, მეც ვიმყოფებოდი. ასე რომ, მესამე და მეოთხე წყაროებიდან მოყოლილ ინფორმაციას ჯობია, მე მომისმინოთ და გეტყვით, რა მოხდა შეხვედრაზე.

შეხვედრაზე ჩვენ დეტალური განხილვა გვქონდა საჭიროებებისა, პრობლემებისა და გამოწვევებისა, რომლის წინაშეც საქართველო დგას და ეს არის სერიოზული პრობლემები. პრობლემები დაკავშირებულია გაუმჭვირვალობასთან, რომელიც იმ ფინანსებთან არის დაკავშირებული, რომელიც შეიძლება შემოდიოდეს მტრული სახელმწიფოებიდან. თქვენს მიერ, რატომ არის მაინც და მაინც აქცენტი გაკეთებული დასავლეთზე? საერთოდ არ ფიქრობთ იმაზე, რომ საქართველოში არსებობენ ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებიან მტრული სახელმწიფოების მიერ.

საქართველოში ასევე არსებობს ექსტრემისტული რელიგიური ორგანიზაციებისა, რომლებმაც საქართველოს უსაფრთხოებას, შეიძლება დიდი საფრთხე შეუქმნან. ესეც არის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ჩვენ გუშინ ელჩებთან ვისაუბრეთ.

ასევე ელჩებთან საუბრისას იყო ხაზგასმა იმაზე, რომ მათ აქვთ წუხილები კანონის კონკრეტულ მუხლებთან, თუმცა ისინიც გამჭვირვალობის წინააღმდეგი არ არიან, შესაბამისად გვთავაზობენ იმას, რომ ჩვენ ეს კანონი ისეთი ფორმით მივიღოთ, რომ გამჭვირვალობას არ შეექმნას პრობლემა, თუმცა ის წუხილები, რომლებიც არსებობს ჩვენ მოვაგვაროთ. ეს იყო ელჩებთან შეხვედრის შინაარსი“, - განაცხადა სამხარაძემ.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს