გიორგი ბურჯანაძე უმრავლესობას - ცხოვრებაში პირველად ვამბობ, რომ ისეთ კანონპროექტს იხილავთ, რაც ქვეყნის სუვერენიტეტს და არსებობას საფრთხეს უქმნის - კანონი იმაზე მეტ საფრთხეს შეიცავს, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტებს განიხილავენ, სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძესა და საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

კერძოდ, დეპუტატების გაღიზიანება გამოიწვია ბურჯანაძის განცხადებამ, სადაც მან კანონპროექტებს რუსული უწოდა.

„ხალხის ძალის“ წევრმა და კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა დიმიტრი ხუნდაძემ ბურჯანაძეს მიმართა, კანონპროექტიდან დაუსახელოს ერთი წინადადება მაინც, რომელიც რუსული კანონთან თანხვედრაშია. პასუხად, ბურჯანაძემ განაცხადა, რომ მთლიანი პროექტია რუსული.

„ნუ ტყუით, რუსულ კანონთან არაფერი კავშირი არ აქვს. ერთი საერთო წინადადება მითხარით ამ კანონმდებლობასა და რუსულს შორის. ახლავე ჩავასწორებ, მითხარით!“,- მიმართა ხუნდაძემ ბურჯანაძეს.

რაც შეეხება გიორგი ბურჯანაძის განცხადებას, მისი თქმით, ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტები საქართველოს სუვერენიტეტს უქმნის საფრთხეს.

„არაერთხელ მოვსულვარ პარლამენტში და კრიტიკული პოზიცია დამიფიქსირებია კანონპროექტზე - მითქვამს, რომ რაღაც პრობლემურია, დასახვეწია, არაკონსტიტუციურია, მაგრამ დღეს ჩემს ცხოვრებაში პირველად, მოსული ვარ და ვამბობ, რომ ისეთ კანონპროექტს იხილავთ, რაც ამ ქვეყნის სუვერენიტეტს, არსებობას უქმნის საფრთხეს. აღელვებული იმიტომ ვარ, რომ ამაზე დიდი საფრთხის შემცველი არაფერი მგონია არსებობდეს ამ ეტაპზე საქართველოში. ერთი შეხედვით არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების ეგიდით შემოტანილი კანონი იმაზე მეტ საფრთხეს შეიცავს, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. თუ ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ასევე ბორელი გვეუბნება, რომ არ უნდა მივიღოთ, ეს ნიშნავს, რომ არ უნდა გავაკეთოთ. თუ ევროკავშირში განაცხადი გვაქვს გაკეთებული, ყველაფერი უნდა გავაკეთო - თუ გვეტყვიან, ერთი კვირა ცალ ფეხზე უნდა იდგეთო, უნდა ვიდგეთ“, - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს