ნედ პრაისი ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონზე - ნებისმიერი, ვინც ხმას მისცემს ამ კანონს, საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლის  რისკის ქვეშ დაყენებისთვის იქნება პასუხისმგებელი

ნებისმიერი, ვინც ხმას მისცემს ამ კანონს საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლის რისკის ქვეშ დაყენებისთვის იქნება პასუხისმგებელი, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა.

“ამ თემასთან დაკავშირებით თანმიმდევრული შეშფოთება გამოვხატეთ. ეს კანონი ჯერ კიდევ გადის საქართველოს სისტემაში მიღების პროცესს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ღრმად შეწუხებულები ვრჩებით “უცხოური აგენტების შესახებ” წარდგენილი კანონით. ზუსტად კი იმიტომ, რომ იგი საქართველოს დამოუკიდებელ ხმებსა და მოქალაქეებს გააჩუმებს და მათ სტიგმატიზაციას მოახდენს, ვისაც თანამოქალაქეებისთვის უკეთესი მომავლის შექმნა სურთ.

ღრმად შეშფოთებულები ვართ ამ კანონის პოტენციალური შედეგებით საქართველოში სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიის მხრივ. ჩვენი აზრი ძალიან მარტივია და ეს აზრი საჯაროდაც და პირად დონეზეც გავაჟღერეთ - ნებისმიერი, ვინც ხმას მისცემს ამ კანონს საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლის, პოტენციურად, რისკის ქვეშ დაყენებისთვის იქნება პასუხისმგებელი. ასეთი კანონი არ შეესაბამება მისწრაფებებს, რომლებსაც ქართველ ხალხი ათწლეულების განმავლობაში გამოხატავს…

ასეთ შენიშვნებს მხოლოდ აშშ არ გამოთქვამს. რამდენიმე სხვა პარტნიორმა ქვეყანამ, ევროკავშირმა, გაერომ და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებრივმა ჯგუფებმა, ყველამ შეშფოთების მკაცრი განცხადებები გაავრცელეს ამ კანონპროექტთან დაკავშირებით”, - თქვა პრაისმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს