ირაკლი კობახიძე - ვინც ამ კანონს რუსულს უწოდებს, უბრალოდ ცრუპენტელაა

ამბობენ, რომ სიტყვა აგენტი ხელს შეუწყობს სტიგმატიზაციას. ამ დროს მათი მოგონილია, საბჭოური მეთოდები არსებობს და დაარქვეს კანონს რუსული კანონი. ვინც ამ კანონს რუსულს უწოდებს, ის უბრალოდ ცრუპენტელაა , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ დისკუსიაში, ვისაც ქონდა საშუალება თვალი ედევნებინა, დარწმუნდებოდა, რომ ეს ტყუილი გახდა აბსოლუტურად ცხადი.

„ტყუილზე მეტიცაა, სტიგმატიზაცია არ მოწონთ, ამბობენ, რომ სიტყვა აგენტი ხელს შეუწყობს სტიგმატიზაციას. ამ დროს მათი მოგონილია, საბჭოური მეთოდები არსებობს და დაარქვეს კანონს რუსული კანონი, რაც არა მარტო სიყალბე, სიცრუე და ტყუილია, ეს არის უხეშ ტერმინს გამოვიყენებ, ჩვეულებრივი ცრუპენტელობა. ვინც ამ კანონს რუსულ კანონს უწოდებს, ის არის უბრალოდ, ცრუპენტელა, არამარტო მატყუარა.

მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, საქართველოში ხომ ჩამოყავთ ამერიკული მანქანები და ჩამოიყვანეს „ფორდი“, ან „კრაისლერი“ და გიმტკიცებენ, რომ ეს არის „მოსკვიჩი“, ან „ჟიგული“. ამ დონის ცრუპენტელობასთან გვაქვს საქმე, რა შეიძლება ამას დაარქვა?

არის ორი კანონი, ერთი არის ამერიკული კანონის ზუსტი ასლი და დღეს ამაზეც კი ამტკიცებდნენ, რომ ესეც რუსულიაო, ამერიკულის ასლია, ერთადერთი, აშშ - საქართველოთია ჩანაცვლებული. დღეს იმ დისკუსიიდან პირდაპირ გამოჩნდა, რომ სტიგმატიზაციის მცდელობა - რუსული კანონი და ა.შ. არის ცარიელი სიყალბე და სირცხვილი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება მეორე - ქართულ კანონპროექტს, ირაკლი კობახიძის თქმით, ეს არის გაფილტრული, გაკეთილშობილებული ვარიანტი.

„ამერიკული ვარიანტი არის ძალიან უხეში, კატასტროფული კანონია, პირდაპირ ვამბობ ამას, მეორე დოკუმენტი, რომელსაც ფორმალურად ვუჭერთ მხარს ჩვენი პოლიტიკური პარტია. რაც შეეხება ქართულ ვარიანტს, ეს არის ბოლომდე დაწმენდილი, გაფილტრული, მოყვანილი შესაბამისობაში ადამიანის უფლებებთან. ამასაც უწოდებენ რუსულ კანონს. ანუ, ამერიკულს უწოდებენ რუსულ კანონს და ქართულ კანონს, რომელიც არის ამერიკულის გაკეთილშობილებული ვარიანტი, ამას უწოდებენ კიდევ უფრო რუსულ კანონს თუ პირიქით, აღარც მახსოვს. ეს არის უმძიმესი სიცრუე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ირაკლი კობახიძე - ვინც ამ კანონს რუსულს უწოდებს, უბრალოდ ცრუპენტელაა

ამბობენ, რომ სიტყვა აგენტი ხელს შეუწყობს სტიგმატიზაციას. ამ დროს მათი მოგონილია, საბჭოური მეთოდები არსებობს და დაარქვეს კანონს რუსული კანონი. ვინც ამ კანონს რუსულს უწოდებს, ის უბრალოდ ცრუპენტელაა , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ დისკუსიაში, ვისაც ქონდა საშუალება თვალი ედევნებინა, დარწმუნდებოდა, რომ ეს ტყუილი გახდა აბსოლუტურად ცხადი.

„ტყუილზე მეტიცაა, სტიგმატიზაცია არ მოწონთ, ამბობენ, რომ სიტყვა აგენტი ხელს შეუწყობს სტიგმატიზაციას. ამ დროს მათი მოგონილია, საბჭოური მეთოდები არსებობს და დაარქვეს კანონს რუსული კანონი, რაც არა მარტო სიყალბე, სიცრუე და ტყუილია, ეს არის უხეშ ტერმინს გამოვიყენებ, ჩვეულებრივი ცრუპენტელობა. ვინც ამ კანონს რუსულ კანონს უწოდებს, ის არის უბრალოდ, ცრუპენტელა, არამარტო მატყუარა.

მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, საქართველოში ხომ ჩამოყავთ ამერიკული მანქანები და ჩამოიყვანეს „ფორდი“, ან „კრაისლერი“ და გიმტკიცებენ, რომ ეს არის „მოსკვიჩი“, ან „ჟიგული“. ამ დონის ცრუპენტელობასთან გვაქვს საქმე, რა შეიძლება ამას დაარქვა?

არის ორი კანონი, ერთი არის ამერიკული კანონის ზუსტი ასლი და დღეს ამაზეც კი ამტკიცებდნენ, რომ ესეც რუსულიაო, ამერიკულის ასლია, ერთადერთი, აშშ - საქართველოთია ჩანაცვლებული. დღეს იმ დისკუსიიდან პირდაპირ გამოჩნდა, რომ სტიგმატიზაციის მცდელობა - რუსული კანონი და ა.შ. არის ცარიელი სიყალბე და სირცხვილი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება მეორე - ქართულ კანონპროექტს, ირაკლი კობახიძის თქმით, ეს არის გაფილტრული, გაკეთილშობილებული ვარიანტი.

„ამერიკული ვარიანტი არის ძალიან უხეში, კატასტროფული კანონია, პირდაპირ ვამბობ ამას, მეორე დოკუმენტი, რომელსაც ფორმალურად ვუჭერთ მხარს ჩვენი პოლიტიკური პარტია. რაც შეეხება ქართულ ვარიანტს, ეს არის ბოლომდე დაწმენდილი, გაფილტრული, მოყვანილი შესაბამისობაში ადამიანის უფლებებთან. ამასაც უწოდებენ რუსულ კანონს. ანუ, ამერიკულს უწოდებენ რუსულ კანონს და ქართულ კანონს, რომელიც არის ამერიკულის გაკეთილშობილებული ვარიანტი, ამას უწოდებენ კიდევ უფრო რუსულ კანონს თუ პირიქით, აღარც მახსოვს. ეს არის უმძიმესი სიცრუე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია