სალომე სამადაშვილი - დღევანდელ მოცემულობაში, როდესაც რუსული საოკუპაციო რეჟიმი ცდილობს ამოქოლოს ქვეყანაში უკანასკნელი თავისუფალი სივრცეები, ინიციატივები, რაც პოლიტიკური პარტიების საქმიანობის აკრძალვას უკავშირდება, სახიფათოა

„ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის სალომე სამადაშვილის განცხადებით, დღევანდელ მოცემულობაში პოლიტიკური პარტიების საქმიანობის აკრძალვა სახიფათოა.

მან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება შეაფასა, რომლის აზრით, ანტიკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს და აიკრძალოს იმ პარტიების საქმიანობა, რომლებიც კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედებენ.

სალომე სამადაშვილის განმარტებით, როდესაც "ქართული ოცნება" ხელისუფლებას ჩამოშორდება, ე.წ. ლუსტრაციის კანონის მიღება საჭირო იქნება.

„დღევანდელ მოცემულობაში, როდესაც ვხედავთ, რომ რუსული საოკუპაციო რეჟიმი ცდილობს ამოქოლოს ქვეყანაში უკანასკნელი თავისუფალი სივრცეები, რაიმე ინიციატივები, რაც უკავშირდება პოლიტიკური პარტიების საქმიანობის აკრძალვას, უბრალოდ, სახიფათოა ჩემი აზრით. ყველას გვესმის, რომ "ქართული ოცნება" ფაქტობრივად, დღეს ცდილობს აკრძალოს არასამთავრობო ორგანიზაციების და თავისუფალი მედიის საქმიანობა "აგენტების შესახებ" კანონპროექტით. ისინი მიესალმებიან ყველანაირ მცდელობას, რომ პოლიტიკური პარტიების საქმიანობაც აიკრძალოს, მაგრამ როდესაც მოხდება რუსეთის საოკუპაციო რეჟიმისგან ქვეყნის გათავისუფლება, ვგულისხმობ "ქართული ოცნებისგან" დახსნას, აუცილებლად მიმაჩნია ლუსტრაციის კანონის მიღება", - განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ანტიკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს და აიკრძალოს ყველა იმ პოლიტიკური პარტიის საქმიანობა, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის პრინციპებს, ქვეყნისა და მოსახლეობის მიერ არჩეულ გზას.

სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წევრის მიერ კონსტიტუციის საწინააღმდეგო განცხადებების გაკეთებას "საგანგაშოს" უწოდებს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის