ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, უმრავლესობა კონსტიტუციას არღვევს, როდესაც დეპუტატებს ძალის გამოყენებით ატოვებინებენ პარლამენტის დარბაზს

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, უმრავლესობა კონსტიტუციას არღვევს, როდესაც დეპუტატებს ძალის გამოყენებით ატოვებინებენ პარლამენტის დარბაზს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს მმართველი გუნდი მოწადინებულია იმისთვის, რომ რაც შეიძლება გამორიყონ ოპოზიციონერი პარლამენტის წევრები და გააძევონ.

„კომიტეტის თავმჯდომარე, უმრავლესობის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარე არღვევს კონსტიტუციას, როდესაც პირდაპირ „მიქსევა“ ხდება სპეცსამსახურების, მანდატურის. მათ არ აქვთ უფლება, რომ დეპუტატებზე საპოლიციო ფუნქციები განახორციელონ, დეპუტატების წინააღმდეგ ძალა გამოიყენონ, ძალის გამოყენებით გაიყვანონ და ა.შ. ამიტომ, ისინი კონსტიტუციას არღვევენ. მე კომიტეტის სხდომა დროებით დავტოვე, მაგრამ აუცილებლად დავბრუნდები, რათა დავაფიქსირო ფრაქციის პოზიცია იმ არაკონსტიტუციურ პროექტთან დაკავშირებით, რომლის განხილვას და მიღებას ახლა კომიტეტი აპირებს“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, პროცედურულ საკითხთან დაკავშირებით კომიტეტზე იყო ფიზიკური შეხლა-შემოხლა.

„უმრავლესობამ არ მისცა საშუალება დეპუტატებს, რომ პოზიცია დაეფიქსირებინათ და რეგლამენტის მუხლები წაეკითხათ. პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით იყო ფიზიკური შეხლა-შემოხლაც. ვხედავთ, რომ დღეს უმრავლესობაც, სპეცსამსახურებიც მოწადინებული არიან იმისთვის, რომ რაც შეიძლება გამორიყონ ოპოზიციონერი პარლამენტის წევრები, გააძევონ, დარჩნენ თვითონ და მათ განიხილონ კანონპროექტი“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს განიხილავენ, ხმაური და დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება. სხდომათა დარბაზიდან პარლამენტის უსაფრთხოების სამსახურმა ძალის გამოყენებით გაიყვანა ოპოზიციონერი დეპუტატები: დავით კირკიტაძე, დავით ხაჯიშვილი, ნიკოლოზ მაჭუტაძე, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი ბოტკოველი, გიორგი ვაშაძე და პაატა მანჯგალაძე.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა