აჭარაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები და ჟურნალისტები პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატებს რესან კონცელიძეს, ანზორ ბოლქვაძესა და ზაალ მიქელაძეს საგანგებო განცხადებით მიმართავენ

მოგმართავთ, არ დაუჭიროთ მხარი რუსულ კანონს, არ უთხრათ უარი საქართველოს განვითარებას და ევროპულ მომავალს, – ამ მოწოდებით აჭარაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები და ჟურნალისტები საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატებს რესან კონცელიძეს, ანზორ ბოლქვაძეს და ზაალ მიქელაძეს საგანგებო განცხადებით მიმართავენ. მათ ერთობლივი განცხადება, ბათუმში ევროპის მოედანზე გააკეთეს. შეკრებილების თქმით, კანონი ცრუ ნარატივს ემყარება, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და ჟურნალისტებს უცხოურ აგენტებად წარმოაჩენს.

"თქვენ წარმოადგენთ რეგიონის ხმას საქართველოს პარლამენტში და გვინდა ჩვენი მოსაზრებებიც გაახმოვანოთ, გადაწყვეტილების მიღებამდე დაფიქრდეთ და არ დაუჭიროთ მხარი რუსულ კანონს, არ შეაჩეროთ ქვეყნის განვითარება, არ შეუქმნათ საფრთხე საქართველოს ევროპულ მომავალს. ნუ დაეხმარებით ქვეყანაში სამოქალაქო სექტორისა და მედიის ჩარჩოებში მოქცევას, უამრავი ადამიანის დახმარების გარეშე დარჩენას, დემოკრატიული წინსვლის შეფერხებას.

ეს კანონი შეეხება აბსოლუტურად ყველას, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობენ ყველა მიმართულებით, ეს იქნებიან ბავშვები, ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მეცნიერები, დევნილები, უკანონოდ გათავისუფლებული ადამიანები, უსახლკაროები, მოხუცები, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებლები, სტუდენტები და სხვა ბევრი. მათი პრობლემების გამხმოვანებლები კი დიდწილად დამოუკიდებელი მედიასაშუალებები არიან, რომლებიც ასევე დონორების დაფინანსებით ახერხებენ მუშაობას. თუ ამ ქვეყანაში რამე კარგი კეთდება, ეს მხოლოდ უცხოური ფონდების და დაფინანსების დახმარებით.

კანონი კი ემყარება ცრუ ნარატივს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს უცხოურ აგენტებად წარმოაჩენს, როცა სინამდვილეში ყველაზე მეტად ეს სექტორები მუშაობენ გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობაზე”,- განაცხადეს მათ.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერული პროექტების ნოვატორულ დიზაინ კონცეპციებს NBK-ს ტერაკოტას საფასადე მასალებით აღასრულებს
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
Tempo Beverages-მა „ზედაზენის“ საკონტროლო პაკეტი შეიძინა – ისტორიული გარიგება ქართული სასმელების სექტორში
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა