პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ომბუდსმენის პოსტზე ლევან იოსელიანის კანდიდატურას განიხილავს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე სახალხო დამცველის პოსტზე წარდგენილი ლევან იოსელიანის კანდიდატურის განხილვა დაიწყო.

იოსელიანი ომბუდსმენის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს პოლიტიკურმა ჯგუფმა "მოქალაქეები" შესთავაზა და მას საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი მხარდაჭერას უცხადებს.

სავარაუდოდ, სახალხო დამცველის არჩევის საკითხი მომავალ კვირასვე პლენარულ სხდომაზე გავა.

სახალხო დამცველის არჩევას, რომელიც თანამდებობას ექვსი წლის ვადით დაიკავებს, 90 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

ინფორმაციისთვის, პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა 14:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა კომიტეტის თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სხდომა კონსტიტუციის დარბაზის ნაცვლად, პირველი რესპუბლიკის დარბაზში მას შემდეგ ჩატარებულიყო, რაც იქ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დასრულდებოდა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა სხდომაზე ხმაური, რა დროსაც ოპოზიციონერი დეპუტატები კომიტეტის სხდომის დღის წესრიგში ცვლილებებს ითხოვდნენ.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს