საქართველოს და შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს

აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს ალან ბერსეს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრა გაეროს შტაბბინაში გაიმართა და საუბარი შეეხო როგორც ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას.

„საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ალან ბერსეს შვეიცარიის მიერ მედიატორის როლის შესრულებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი თანამოქალაქეების კეთილდღეობის გაუმჯობესებაში გაწეული ძალისხმევისათვის.

პრეზიდენტებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები პროფესიული განათლების, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის კუთხით, ასევე, გენდერული თანასწორობის გაძლიერების, სამთო სპორტისა და კურორტების მიმართულებებით", - ნათქვამია ინფორმაციაში.

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!
GM PHARMA-ში ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარება აქტიურად გრძელდება
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„სილქნეტმა” „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო