იაგო ხვიჩია - თუ დესტრუქციასა და ჩაშლაზე ვართ ორიენტირებული, მაშინ ოპოზიცია უფრო დაგეგმილი უნდა იყოს - აქამდე ვხედავდით, რომ იჩხუბებდნენ, ტელევიზიისთვის ე.წ. კარტინკას დადგამდნენ და გადიოდნენ ბრძოლის ველიდან

თუ დესტრუქციასა და ჩაშლაზე ვართ ორიენტირებული, მაშინ ოპოზიცია უნდა იყოს უფრო დაგეგმილი, - ამის შესახებ „გირჩი“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა ოპოზიცია არათანმიმდევრული ნაბიჯებისთვის კრიტიკას იმსახურებს.

„თუ მიგაჩნია, რომ მოღალატეობრივ კანონს იღებენ, ალბათ, ნებისმიერი ფორმა შეგიძლია გამოიყენო პროტესტისთვის. ჩემი კრიტიკა ოპოზიციის მიმართ იმაში მდგომარეობს, რომ ოპოზიციის მიერ გადადგმული ნაბიჯები უფრო ხშირად ახშობს სამართლიან პროტესტს და ხელს უშლის გაბრაზებაში, მე ამ თვალსაზრისით ვაკრიტიკებ ოპოზიციას, მათი ასეთი ტიპის გამოხტომები წამგებიანია საერთო მიზნისთვის. თუ დესტრუქციასა და ჩაშლაზე ვართ ორიენტირებული, მაშინ ოპოზიცია უნდა იყოს უფრო დაგეგმილი და ეს დესტრუქცია მართლა უნდა მოაწყოს ისე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვეღარ მოახერხოს იმის გაკეთება, რის ჩაშლაც გინდა, მაგრამ თუ ამას ვერ ახერხებ და დისკუსიაში სხვას უშლი ხელს, რომელიც მზადაა დებატებში მოუგოს „ქართულ ოცნებას“, ეს უარესია.

არ ვიცი, დღეს იქნება თუ არა ოპოზიცია ბოლომდე მოჩხუბარი, რომელიც ბოლომდე შეინარჩუნებს პოზიციებს, თუ იქნება ოპოზიცია, რომელსაც აქამდე ვხედავდით - იჩხუბებდნენ, ტელევიზიისთვის ე.წ. კარტინკას დადგამდნენ და გადიოდნენ ბრძოლის ველიდან, ეს არის ყველაზე უარესი, რადგან ამ დროს ემოციები დახარჯულია, ლოგიკურ არგუმენტებს აზრი არ აქვს და მოჩხუბრები გაქცეულები არიან, ამის მეშინია”,- განაცხადა ხვიჩიამ.

რაც შეეხება თავდაცვის კოდექსს, რომელიც დღეს პირველი მოსმენით განიხილება პლენარულ სხდომაზე, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ „მონობა არ დაკანონდეს, ფიზიკური წინააღმდეგობის ჩათვლით“, ხოლო გეგმებს დეტალურად 11 მარტს აქციაზე გაახმოვანებს.

„თავდაცვის კოდექსთან დაკავშირებით ყველაფერი დაირღვა, 350 გვერდიან დოკუმენტს 5 წუთში წარმოადგენდნენ ავტორები, დაირღვა საჯაროობა, პარლამენტში უცხო ხალხი იდგა და კომიტეტზე დასწრება ვისაც უნდოდა არ უშვებდნენ, მე საერთოდ გამაძევეს დარბაზიდან. ხელების გადაწევით, „ბეზპრიდელურად“ ხდება ქვეყანაში ადამიანების მონობის დაკანონება, ნაცვლად იმისა, ვამაყობდეთ თავდაცვის სფეროში დასაქმებული ხალხით, ჩვენ კომიტეტზე ვხედავდით, არა ჯარისკაცებს, არა გენერლებს, არამედ მონათმფლობელებს, რომლებსაც სხვადასხვანაირი "ზიზილპიპილოები" ჰქონდათ ასხმული და გამოდიოდნენ როგორც მსახიობები, გენერლის როლის შემსრულებლები პარლამენტში, ეს იყო ყოვლად დაუშვებელი და სამარცხვინო“, - განაცხადა ხვიჩიამ.

ის ასევე გამოეხმაურა ლევან იოსელიანის კანდიდატურას სახალხო დამცველის პოსტზე და აღნიშნა, რომ ლევან იოსელიანის მიმართ ისევე, როგორც ამ თანამდებობის მიმართ სუბიექტური დამოკიდებულება აქვს.

ლევან იოსელიანი ჩემი მეგობარია და მე მას მხარა დავუჭერ“, - აღნიშნა ხვიჩიამ.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს