მიხეილ ყაველაშვილმა გიორგი ვაშაძეს და ხათუნა სამნიძეს აგინა

„ხალხის ძალის“ წარმომადგენლის მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, მოღალატეობის დაბრალება დედის გინებაზე უფრო დიდი შეურაცხყოფაა.

მიხეილ ყაველაშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, დეპუტატს გიორგი ვაშაძეს მას შემდეგ შეაგინა, რაც ვაშაძემ ე.წ. აგენტების შესახებ კანონზე ხელის მომწერები სამშობლოს ღალატში დაადანაშაულეს.

„მოღალატეს მიწოდებ, ამაზე დიდი შეურაცხყოფა რა უნდა იყოს? დედის გინებაზე უფრო მეტი შეურაცხყოფა მოღალატეობაა. ამას ვინ უნდა უყვიროს... გააჯ... აქედან, რა უნდა ითმინოთ, მოღალატე დედის გინებაზე უარესია, ამის დედას…“, - განაცხადა ყაველაშვილმა, რის შემდეგაც მანდატურებმა ის სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს.

მანამდე კი მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს, ხათუნა სამნიძესაც მიაყენა შეურაცხყოფა. „მოღალატე შენ და თქვენ ხართ, შენი გამყიდველი დედა..." - მიმართა ყაველაშვილმა სამნიძეს.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის