ანა ნაცვლიშვილი - მარტო ხართ რუსულ კანონთან - გინდათ ორად გახლიჩოთ საზოგადოება - ერთი მეორეს აგენტს დაუძახებს და პირველი მეორეს მოღალატეს - ბეწვი არ ჩამოუვარდეს ამ კანონპროექტის გამო არავის!

ძალიან ბევრია საპატიო სიაში, რომელიც რუსულ კანონს „არას“ ეუბნება. მარტო ხართ რუსულ კანონთან - გინდათ ორად გახლიჩოთ საზოგადოება. ერთი მეორეს აგენტს დაუძახებს და პირველი მეორეს მოღალატეს - ბეწვი არ ჩამოუვარდეს ამ კანონპროექტის გამო არავის! - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტში, სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ნაცვლიშვილი აღნიშნავს, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის გამართლება სირცხვილია.

„მანდატურმა რომ გაიყვანა იმ ხალხს დედის გინების მეტი არაფერი შეუძლია. არც ამ კანონპროექტის ინიცირებამდე გაგვიგია მათგან რამე აზრი, ამ კანონპროექტის შემდეგ მხოლოდ დედის გინება რომ ისმის, ვინმეს სჯერა რომ ამ ხალხმა ან ამერიკული კანონპროექტი წაიკითხა, ან რამის დაწერა შეძლო? ამათ ინტელექტს ეს შეუძლია?! ეს დასაჯერებელია? ამას დიდი კი არა ბავშვი არ დაიჯერებს.

ძალიან ბევრია საპატიო სიაში, რომელიც რუსულ კანონს „არას“ ეუბნება. მარტო ხართ ამ კანონთან. რუსულ კანონთან მარტო ხართ და ამას ამართლებთ. სირცხვილია! როდესაც ამბობთ, რომ პირველი მოსმენით მივიღებთ მარტოო, მაგ პირველ მოსმენაშია ზუსტად თქვენი სისუსტე. 1 საათის წინ დაწერა ადამიანმა, რომელსაც ყველა კარგად ვიცნობთ, ის ბავშვებს და შშმ პირებს იცავს. მან დაწერა, რომ ქუჩაში მივდიოდი და მომაძახეს ეს სახელიო. განცდა მქონდა, რომ იარლიყი მაქვს უკვე და ტყვიასაც დამიმიზნებენო.

ვინ არის ამ ხალხის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი, მათი უსაფრთხოება რომ გაწირეთ?! ვინ აგებს ამაზე პასუხს? წამოსცდა ბერაიას, რომ გააკეთა უკვე თავის საქმე ამ კანონპროექტმაო. გინდათ ორად გახლიჩოთ ეს საზოგადოება. ერთი მეორეს აგენტს დაუძახებს და პირველი მეორეს მოღალატეს. ამაში გინდათ შეითრიოთ საზოგადოება! სტრატეგიული პარტნიორის წარმომადგენელია ჩამოსული და ზუსტად გითხრათ, ეს კანონპროექტი რუსული საქმის და არა საქართველოს ინტერესის გატარებააო. მეტი რა ღია ტექსტით უნდა გითხრან? ბეწვი არ ჩამოუვარდეს ამ კანონპროექტის გამო არავის!“- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება