არჩილ თალაკვაძე - გულდასაწყვეტია, რომ საპარლამენტო ოპოზიციის მთავარმა ნაწილმა წარმოუდგენელი ინფლაცია განიცადა, კუპონიც კი თავის დროზე უფრო მყარი იყო

გულდასაწყვეტია, რომ საპარლამენტო ოპოზიციის მთავარმა ნაწილმა წარმოუდგენელი ინფლაცია განიცადა. შეიძლება ითქვას, რომ კუპონიც კი თავის დროზე უფრო მყარი იყო, ვიდრე დღეს ე.წ. მთავარი ოპოზიცია და რადიკალური ბანაკი არის პარლამენტში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

თალაკვაძემ ოპოზიციას მიმართა და განაცხადა, რომ მათ რეალური დემოკრატია არ მოსწონთ, არ სურთ დისკუსია და არგუმენტირებული კამათი მიუღებელია, ისევე როგორც არჩევნების შედეგები და სხვის მიერ გაკეთებული ნებისმიერი კარგი საქმე.

„მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ ბატონი გოცირიძე, ქალბატონი დეკანოიძე ვერ გიშველით და ვერ შეასრულებს თქვენს მისიას. მოიყვანეთ თქვენ მიერ არჩეული ახალი სარდლობა, დევგმირები, რომლებიც ციხე-სიმაგრეების დამსხვრევით იმუქრებოდნენ, დასხედით და მონაწილეობა მიიღეთ დებატებში, კამათში, აჩვენეთ ხალხს, რა შეგიძლიათ და რა ოპონენტები, რა ოპოზიცია ხართ. ჯერჯერობით ამას ვერ აკეთებთ. სამწუხაროა, რომ პარლამენტში არყოფნისა და ყოფნის დროს, დესტრუქციაში ხართ გაჭედილი. თქვენ არ მოგწონთ რეალური დემოკრატია, რომელიც თქვენს ამომრჩევლებს წარმოადგენს, თქვენ არ გინდათ დისკუსია და არგუმენტირებული კამათი მიუღებელია თქვენთვის, არჩევნების შედეგი მიუღებელია თქვენთვის და რაც ყველაზე ცუდია, სხვისი გაკეთებული ნებისმიერი კარგი საქმეც მიუღებელია და სწორედ ამიტომ არის, რომ ქვეყნის ინტერესებთან, ხალხის ინტერესებთან მოდიხართ ხშირად წინააღმდეგობაში. საზოგადოებამ უკვე კარგად იცის, რომ ორმაგი სტანდარტებით მუშაობთ. როდესაც თქვენთვის არასასურველ ჟურნალისტს ქოლავენ და ძალადობით ემუქრებიან, ხმას არ იღებთ, თქვენთვის ეს მისაღებია, სამაგიეროდ, ბევრად მცირედზე, როდესაც ეს თქვენთვის მისაღებ ადამიანებს ეხებათ, წარმოუდგენელ რეაქციებს აჩვენებთ. თქვენ ითხოვთ ერთი პატიმრის გათავისუფლებას, მაგრამ ათი ათასი დანარჩენი ადამიანი არაფრად არ მიგაჩნიათ, იმიტომ, რომ ისინი თქვენიანებად არ მიგაჩნიათ და მათი სახელი და გვარი არ ემთხვევა თქვენი უფროსის სახელსა და გვარს. როდესაც თქვენი თანამებრძოლი რუსეთიდან იღებს ხელფასს, არაფრად არ მიგაჩნიათ, მაგრამ სამაგიეროდ, პრორუსობაში ადანაშაულებთ ნებისმიერ ოპონენტს და ნებისმიერ საკითხს, რომელიც თქვენ არ მოგწონთ. დეზინფორმაცია, რომელიც თქვენ წინააღმდეგ არის, მიუღებელია, მაგრამ თქვენს მიერ კონტროლირებული არხები რომ მთელი დღე დეზინფორმაციით არიან დაკავებულები, ეს მისაღებია და ამაზე ხმას არ იღებთ. ეს არის ზუსტად ორმაგი სტანდარტები და ამან გამოიწვია თქვენი წარმოუდგენელი ინფლაცია. სხვას ადანაშაულებთ, რომ ევროინტეგრაციას უშლიან ხელსო, მაგრამ თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც ბრიუსელში დადიოდით, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი განიხილებოდა და არწმუნებდით ევროპელებს, რომ საქართველოსთვის არ უნდა მიეცათ კანდიდატის სტატუსი. თან ვინ გვესაუბრება ევროკავშირის სახელით, ადამიანები და პოლიტიკური გუნდი, ვინც ყველაფერი ევროპული ამ ქვეყანაში დაასამარა. თქვენ უმტკიცებდით საზოგადოებას, რომ თითქოს ხელისუფლება არის პრორუსული ძალა, სინამდვილეში ამ პერიოდში საქართველოში დაბრუნდა რეალური ევროპული პერსპექტივა, თქვენ უმტკიცებდით, რომ ყველაფერი უკან მიდის, მაგრამ დაბრუნდა ადამიანის უფლებების პატივისცემა და შემცირდა საჩივრები ევროსასამართლოში“,- განაცხადა თალაკვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა