სალომე სამადაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს  მოუწოდა, დაბრუნდნენ ბოიკოტიდან

ყველას, ვისაც შეუძლია ფიზიკურად სიარული, მოდით პარლამენტთან, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ თქვენ ქვეყანას „ქართული ოცნება“ მორიგ ჯერზე აბარებს პუტინის რეჟიმს, - ამის შესახებ პარლამენტში ოპოზიციის მიერ გამართულ ბრიფინგზე სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მან ასევე მოუწოდა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს დაბრუნდნენ ბოიკოტიდან, რადგან „ბრძოლის ველი ევროპული მომავლის დასაცავად დღეს არის აქ“ და ყველამ უნდა შეასრულოს თავის ვალი ქვეყნის წინაშე.

მისივე თქმით, ამისთვის მათ სჭირდებათ „ქართველი ხალხისგან გამაგრებული ზურგი“.

„ჩვენი ქვეყანა დღეს არის რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ქვეშ, ის ხალხი, ვინც უმრავლესობაში ზის ამ დარბაზში, არის რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელი. ისინი აქ ფარულად ცდილობენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგან ამ ქვეყნის რუსეთისთვის გადაფორმების პროცესში, ეს პროცესი დიდი ხანია მიდის და ახლა დაიწყო დაჩქარებულად. ამიტომ საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვისაც მიაჩნია, რომ საქართველო არ უნდა იყოს რუსეთის დაქვემდებარებაში მყოფი ტერიტორია, სახელმწიფოს ვერ შევინარჩუნებთ, ევროკავშირის გარეშე არ იარსებებს ქართული სახელმწიფო, ამიტომ მოგიწოდებთ მოდით პარლამენტის შენობასთან და უთხარით თქვენი სათქმელი ამ საოკუპაციო რეჟიმს, როგორც ერთხელ თქვენ უკვე უთხარით, როცა გაბედეს და გავრილოვი დასვეს პარლამენტის დარბაზში. დღეს უარესი რამ ხდება, ამ კანონის მიღებით იქმნება კედელი ჩვენს და ევროკავშირს შორის, როგორც ბერლინის კედელი იყო აღმართული და ყოფდა თავისუფალ სამყაროს დანარჩენისგან, ასეთ კედელს აშენებს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან