ხათუნა სამნიძე - არ ვართ აქ იმდენი, რომ შევძლოთ ისეთი წინააღმდეგობა, როგორსაც ელით ჩვენგან, თუ არ გვექნება თქვენი მხარდაჭერა ამ შენობის გარედან, ეს იცის „ქართულმა ოცნებამ“

ჩვენ არ ვართ აქ იმდენი, რომ შევძლოთ ისეთი წინააღმდეგობა, როგორსაც ელით ჩვენგან, თუ არ გვექნება თქვენი მხარდაჭერა ამ შენობის გარედან, ეს იცის „ქართულმა ოცნებამ", - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა და მოქალაქეებს პარლამენტთან მისვლისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, “ქართულმა ოცნებამ" გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ შეექმნა განცდა, რომ დღეს კანონს არ განიხილავდნენ, თუმცა, გადაწყვიტეს დღესვე დააკანონ განსხვავებული აზრის გაძევება, პარლამენტის ჩაკეტვა და ა.შ.

„პლენარულ სხდომაზე იხილება „რუსული კანონი“, მოღალატეების, ამ ქვეყნის მტრების ინიცირებული, მას ღიად უჭერს მხარს „ქართული ოცნება“, რომელიც მოულოდნელად, ყველანაირი გაფრთხილების გარეშე გადავიდა საკუთარ სიტყვას, როგორც ეს არაერთხელ გაუკეთებია და ამბობს, რომ დღესვე მიიყვანს ამ საქმეს ბოლომდე. ამიტომ ყველა ადამიანს ვთხოვ, ვინც იცის, რა ელოდება ამ კანონის მიღების შემდეგ ქვეყანას, მოვიდეს და გაგვაძლიეროს, ჩვენ არ ვართ აქ იმდენი, რომ შევძლოთ ისეთი წინააღმდეგობა, როგორსაც ელით, თუ არ გვექნება თქვენი მხარდაჭერა ამ შენობის გარედან, ეს იცის ქართულმა ოცნებამ, ამიტომ უნდა ვანახოთ, რომ ვდგავართ ყველანი ერთად”, - განაცხადა სამნიძემ.

ცნობისთვის, ე.წ აგენტების შესახებ კანონპროექტები პარლამენტს ხუთშაბათს უნდა განეხილა, თუმცა, მოულოდნელად, გადაწყვიტეს, რომ მას დღეს განიხილავენ. შესაბამისი წინადადება პლენარულ სხდომაზე ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ დააყენა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან