ინალ არძინბა - საქართველომ აფხაზეთის სუვერენიტეტი უნდა აღიაროს

საქართველომ აფხაზეთის სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი უნდა აღიაროს. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “საგარეო საქმეთა მინისტრმა” ინალ არძინბამ რუსი ჟურნალისტის ვლადიმირ სოლოვიოვის გადაცემაში განაცხადა.

“ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში ვმონაწილეობთ, ეს ჯერჯერობით ერთადერთი საერთაშორისო ფორმატია, სადაც აფხაზეთს წარმომადგენლობა აქვს. ერთიანი გუნდით გამოვდივართ რუსეთთან და სამხრეთ ოსეთთან ერთად. სამწუხაროდ, ამ მომენტისთვის საერთაშორისო გეოპოლიტიკური სიტუაციის გამო ჟენევის დისკუსიების პლატფორმაზე სტაგნაციაა, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ამ პლატფორმაზე მთავარი შედეგის მიღწევა გამოგვივა - ესაა საქართველოსთან ძალის გამოუყენებლობის სავალდებულო შეთანხმების ხელმოწერა, ეს არის საქართველოს მხრიდან აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სუვერენიტეტის აღიარებაზე გასავალი. რადგან დღემდე მედასავლეთეები სეპარატისტებად გვთვლიან”, - თქვა არძინბამ.

მან აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია აფხაზეთის მთავარი სტრატეგიული პარტნიორია. არძინბას თქმით, აფხაზეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი ახლო აღმოსავლეთია და “სირიასთან, ლიბანთან, ავღანეთთან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს”, ხოლო საქართველო ამ საერთაშორისო კონტაქტების ბლოკირებას ცდილობს.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება