ირაკლი კობახიძე ე.წ. აგენტების შესახებ კანონზე - კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება იყო სერიოზული დარტყმა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ - ეს კანონი უზრუნველყოფს რადიკალიზმის შემცირებას ქართულ პოლიტიკაში

კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება იყო სერიოზული დარტყმა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ - „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომელიც შეამცირებს რადიკალიზმს და ე.წ.პოლარიზაციას ქართულ პოლიტიკაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მხარდაჭერას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, კანონპროექტის მიღებით დაზარალებული ერთადერთი მხარე არის რადიკალური ოპოზიცია.

„მგონი საზოგადოებისთვის საინტერესოა ვისი დაფინანსებით მოქმედებენ შესაბამისი ორგანიზაციები, ეკლესიის მაგინებლები, მთავრობის გადადგომის მოთხოვნის მქონე სუბიექტები. როგორც კი უზრუნველყოფილი იქნება ამ ყველაფრის გამჭვირვალობა, მაშინვე ამას ექნება პრევენციული ეფექტი და ელემენტარულად მოხდება უარის თქმა, თუნდაც დაფინანსებაზე ისეთი ორგანიზაციებისა, რომლებიც პირდაპირ უპირისპირდებიან ქვეყნის, ეკლესიის ინტერესს და ყველაფერ იმას, რასთანაც არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის იდენტობა.

კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება იყო სერიოზული დარტყმა „ნაციონალური მოძრაობისთვის“. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის ის ისტერიკა, რომლითაც რადიკალური ოპოზიცია ჩვენს გადაწყვეტილებას შეხვდა. „ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომელიც შეამცირებს რადიკალიზმს და ე.წ. პოლარიზაციას ქართულ პოლიტიკაში. ასევე, ხელს შეუწყობს პოლიტიკური პროცესების სტაბილურ განვითარებას და არავის მისცემს სიმშვიდის დარღვევის საშუალებას. ჩვენ გაგებით ვეკიდებით ყველა იმ ადამიანის წუხილს, რომელსაც მასშტაბური დეზინფორმაციის გამო კანონპროექტის მიმართ მცდარი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა. მზად ვართ ნებისმიერ ფორმატში მივაწოდოთ მათ დეტალური ინფორმაცია კანონპროექტის შინაარსისა და ამოცანების შესახებ. კანონპროექტის მიღებით დაზარალებული ერთადერთი მხარე არის რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც მასთან დაკავშირებული ენჯეოების ფინანსების გასაჯაროება მოუწევს. შესაბამისად, ეს კანონი უზრუნველყოფს რადიკალიზმის შემცირებას ქართულ პოლიტიკაში. ქვეყნის ევროპულ კურსთან კანონპროექტის დაკავშირება არის ყველაზე დიდი დეზინფორმაცია, რაც კი ამ დღეებში გაჟღერდა. ევროპა ნიშნავს სწორედ გამჭვირვალობას და დერადიკალიზაციას, რასაც ჩვენ მიერ მიღებული კანონპროექტი ემსახურება. აუცილებლად ვივლით წინ ევროპისკენ და ამას გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს ღირსების დაცვით. როგორც ქართული, ისე ამერიკული კანონპროექტი დაუყოვნებლივ გაიგზავნება ვენეციის კომისიაში, საიდანაც დასკვნას, სავარაუდოდ, ივნისის პირველ ნახევარში მივიღებთ. საბოლოო ჯამში, ჩვენ ვენეციის კომისიის დასკვნის საფუძველზე მივიღებთ ამ კანონპროექტს“, -განაცხადა კობახიძემ.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა