სალომე ზურაბიშვილი - ეს კანონი არავის სჭირდებოდა, არსაიდან მოდის, თუ არა მოსკოვის კარნახით - გასაუქმებელია, არ არის გასაგზავნი ვენეციის კომისიაში

ეს კანონი არავის სჭირდებოდა, არსაიდან არ მოდის, თუ არა მოსკოვის კარნახით. ეს კანონი გასაუქმებელია, არ არის გასაგზავნი ვენეციის კომისიაში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აშშ-დან მიმართვისას განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილი განმარტავს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოსახლეობა თავისუფალ საქართველოს წარმოადგენს.

„მოგმართავთ თქვენ, ვინც ამ საღამოს დგახართ რუსთაველზე, როგორც არაერთხელ ვიდექი მე. მე აქ ვდგავარ ნიუ-იორკში და ჩემს უკან არის თავისუფლების ქანდაკება. ეს არის ის სიმბოლო, რისთვისაც საქართველო მუდამ იბრძოდა, რისთვისაც მოვედით დღემდე. მე ვარ თქვენს გვერდით. დღეს თქვენ წარმოადგენთ თავისუფალ საქართველოს. ის საქართველო, რომელიც თავის მომავალს ხედავს ევროპაში, არავის მისცემს უფლებას, რომ წაართვან ეს მომავალი. ეს მომავალი ეკუთვნის ჩვენს შემდეგ თაობას. ეს მომავალია, ის რომელსაც წინა თაობები ამზადებდნენ და ვამზადებდით ჩვენც. არავის აქვს უფლება, რომ თქვენ წაგართვან თქვენი მომავალი. არავის აქვს უფლება, რომ მახე დააგოს. ეს კანონი არავის სჭირდებოდა, არსაიდან არ მოდის, თუ არა მოსკოვის კარნახით. ეს კანონი გასაუქმებელია. რა ფორმითაც გინდათ, არ არის გასაგზავნი ვენეციის კომისიაში. ვენეციის კომისიამ კარგად იცის რა ტიპის კანონია. პირველივე დღიდან ვთქვი, რომ ვეტოს დავადებდი და დავადებ ვეტოს“,-აღნიშნავს პრეზიდენტი.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს