“სტრატეგია აღმაშენებელი“ - გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს აქციის მონაწილეებმა გაურკვეველი აალებადი ნივთიერება გამოიყენეს - მსგავსი ქმედება სუს-ის მიერ დადგმული პროვოკაციაა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ განცხადებით, ინფორმაცია, რომ აქციის მონაწილეებმა გაურკვეველი აალებადი ნივთიერება გამოიყენეს, სუს-ის მიერ დადგმული პროვოკაციაა.

პარტიის განცხადების თანახმად, აღნიშნული ინფორმაცია მშვიდობიანი აქციის სასტიკი დარბევის გამართლებას ისახავს მიზნად.

"გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს აქციის მონაწილეებმა გაურკვეველი აალებადი ნივთიერება გამოიყენეს. მსგავსი ქმედება სუს-ის მიერ დადგმულ პროვოკაციაა, რომელიც მიზნად ისახავდა მშვიდობიანი აქციის სასტიკი დარბევის გამართლებას. დღეს მთელმა მსოფლიომ ნახა, რომ აქცია იყო მშვიდობიანი და ემსახურებოდა ქართველი ხალხის აზრის გამოხატვას, რომელსაც არ სურს საბჭოთა კავშირში დაბრუნება და რუსული კანონებით ცხოვრება. ხელისუფლებამ გამოიყენა ყოვლად გაუმართლებელი, სასტიკი და არაპროპორციული ძალა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ", - ნათქვამია „სტრატეგია აღმაშენებლის” განცხადებაში.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს