საბა ბუაძე - არ ვაპირებთ პროტესტის შეწყვეტას, როდესაც საქმე ჩვენს ევროპულ მომავალს ეხება - რუსული არჩევანის დაცვაში ივანიშვილი არის მარტო სახელმწიფო აპარატთან ერთად

ჩვენ არ ვაპირებთ პროტესტის შეწყვეტას, როდესაც საქმე ჩვენს ევროპულ მომავალს ეხება, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა წევრმა, საბა ბუაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებრივ პროტესტს ვერაფერი შეაჩერებს.

„ამ რუსული არჩევანის დაცვაში დღეს ივანიშვილი არის მარტო მთლიან სახელმწიფო აპარატთან ერთად. სრულიად მშვიდობიანი მანიფესტაცია დაშალეს დღეს. მათი შეშინებული მდგომარეობის დამადასტურებელი იყო დღეს ის ყველაფერი, რაც გააკეთეს. ამ ყველაფერს ჩვენ ჩვენი ერთიანობა უნდა დავუპირისპიროთ იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, უარი ვთქვათ ჩვენს მომავალზე. საქმე ეხება ჩვენს მომავალს. მეორე მხარეს არის ერთი ადამიანი, რომელიც ცდილობს, ეს მომავალი წაგვართვას. დარწმუნებული ვარ, ძალიან მაგარი პროტესტი კიდევ უფრო დიდ წინაარმდეგობრივ მოძრაობაში გადაიზრდება. ამ სამარცხვინო მეთოდებით ჩვენს გაჩერებას ვერ შეძლებენ”, - განაცხადა ბუაძემ.

გარდა ამისა, აქციაზე პარტია „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ ზურა ჯაფარიძის ადგილსამყოფელს ამ დრომდე ადგენენ.

„ზურა ჯაფარიძის ადგილსამყოფელის გაგებას ამ დრომდე ველოდებით. სრულიად სამარცხვინო არის „ოცნების“ სახალხო დამცველი, რომელიც დღემდე აქ არ დგას, არ დადის და არ პატრონობს დაკავებულ ხალხს, მის პოლიტიკურ პოზიციაზე აღარც მაქვს ლაპარაკი. ჩვენ თვითონ დავიცავთ ხალხს და გავაგრძელებთ ბრძოლას“, -განაცხადა ხოშტარიამ.

ცნობისთვის, შსს „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას ადასტურებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ჯაფარიძე ადმინისტრაციული წესით, კერძოდ, სკ-ის 166/173 -ე მუხლებით არის დაკავებული.

ზურაბ ჯაფარიძე ამ დროისთვის პოლიციის განყოფილებაში იმყოფება.

ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ეკონომიკური სანქციის რაობა: დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს
ავტობუსის ზოლში მოძრავი ახალი Taxi კატეგორია Bolt-ის აპლიკაციაში
„სპანჯბობი“ და „კუ ნინძა“ პატარებს მთაწმინდის პარკში, „დიჯიტალ ტვ“-ის სივრცეში ელოდებიან
Hilton Garden Inn Tbilisi Riverview თბილისში 2023 წლის ივლისში გაიხსნება
რომპეტროლი „BREATH Georgia“-სთან თანამშრომლობით კვლავ აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას