„რა? სად? როდის?“ სუპერლიგის მოთამაშეები - ე.წ. „უცხოური გავლენის აგენტების“ კანონპროექტი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს აზიანებს, ვგმობთ პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას - ჩვენი არჩევანია - ევროპა!

ვთვლით, რომ ე.წ. „უცხოური გავლენის აგენტების“ კანონპროექტი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს აზიანებს, ამიტომ ვგმობთ პარლამენტის მიერ 7 მარტს მიღებულ გადაწყვეტილებას. ჩვენი არჩევანია - ევროპა! - ამის შესახებ „რა? სად? როდის?“ სუპერლიგის მოთამაშეებს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე განცხადებით, ევროინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის განუხრელი სურვილია.

„ჩვენ, „რა? სად? როდის?“ სუპერლიგის მოთამაშეებს მიგვაჩნია, რომ საქართველოს მომავალი ევროპისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე გადის. ევროინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის განუხრელი სურვილია, რაც ასახულია კიდეც ქვეყნის კონსტიტუციაში. ვთვლით, რომ ე.წ. „უცხოური გავლენის აგენტების“ კანონპროექტი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს აზიანებს, ამიტომ ვგმობთ პარლამენტის მიერ 7 მარტს მიღებულ გადაწყვეტილებას. ჩვენი არჩევანია - ევროპა!“ - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს 400-მდე ადამიანი აწერს.

იხილეთ ხელმომწერთა სია