ირაკლი კობახიძე - რა მოუტანა მაიდანის აქციებმა უკრაინას - ქვეყნის ტერიტორიის 20% დაკარგა - ეს არის იმ პროცესების შედეგი, რაც საქართველოში უნდათ რადიკალებს და რასაც მხარს უჭერს ვიოლა ფონ კრამონი

ქართველი იანუკოვიჩი ზის ციხეში და მას ჰქვია მიხეილ სააკაშვილი, რაც შეეხება მაიდანს და რა მოუტანა მან უკრაინას? - დაკარგეს ყირიმი და ლუგანსკისა და დონეცკის დიდი ნაწილი, ამ ყველაფრის გაგრძელებაა ის ომი, რაც დღეს არის უკრაინაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს ყველაფერი არის იმ პროცესების შედეგი, რასაც საქართველოში მხარს უჭერს ვიოლა ფონ კრამონი.

„რაც შეეხება მაიდანთან შედარებას, პირველ რიგში, გეტყვით, რომ ქართველი იანუკოვიჩი ზის ციხეში და მას ჰქვია მიხეილ სააკაშვილი. ეს ერთი და მეორე რაც შეეხება მაიდანს ზოგადად, რა მოუტანა მაიდანმა უკრაინას - მეორე წელსვე ჰქონდა უკრაინას ომი, რა დროსაც დაკარგეს ყირიმი და ლუგანსკისა და დონეცკის დიდი ნაწილი, ამ ყველაფრის გაგრძელებაა ის ომი, რაც დღეს არის უკრაინაში. მთლიანობაში ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი დაკარგა უკრაინამ. ეს არის სწორედ იმ პროცესების შედეგი, რაც საქართველოში უნდათ რადიკალებს, რასაც მხარს უჭერს ვიოლა ფონ კრამონი. ჩვენ ვიმოქმედებთ, არა რადიკალების დღის წესრიგით, ვიოლა ფონ კრამონის დღის წესრიგით, არამედ ქართული საზოგადოების ინტერესების შესაბამისად. ჩვენ რა თქმა უნდა, ჯაშუშების ახალ რევოლუციას არ დავუშვებთ, რამაც გავიხსენებ კიდევ ერთხელ რა მოუტანა სახელმწიფოს 2004 -2012 წლებში, 20 პროცენტი დავკარგეთ მაშინ იმის შედეგად, რაც მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინა, ადამიანებს აწამებდნენ, ყველა მედიასაშუალება მიიტაცეს, ბიზნესის ტოტალური რეკეტი იყო, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არ უნდა დაუშვას ქართულმა საზოგადოებამ, ეს ასეც იქნება, ჩვენ ვართ სახელმწიფო, ეს არის გამოცდილი საზოგადოება და ჯაშუშების ხელისუფლებაში მობრუნებას არ დაუშვებს”, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისათვის, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს პარლამენტთან სამართალდამცავების მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ წიწაკის სპრეისა და წყლის ჭავლის გამოყენების შესახებ ინფორმაციას გამოეხმაურა. „მახსენებს 2013-2014 წლებში უკრაინაში მაიდანის დროს , - აღნიშნავს ვიოლა ფონ კრამონი.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
„ჰიდროვეი - Hydroway“ აგრარულ სექტორს სარწყავი სისტემების ახალი კომპანია შემოუერთდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი