პაატა მანჯგალაძე  - „კობახიძე წიწაკის სპრეით“ - ეს არის „ქართული ოცნების“ სახე

„კობახიძე წიწაკის სპრეით“ - ეს არის „ქართული ოცნების“ სახე, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინდელი აქცია აბსოლუტურად მშვიდობიანი იყო და სპეცრაზმის გამოყენების აუცილებლობა არ იყო.

"კობახიძე არის ჩვეულებრივი რუსი პროპაგანდისტი და უნდა შევხედოთ ყველა მის გზავნილს, როგორც რუსულ გზავნის საქართველოს წინააღმდეგ. კობახიძე არ გამოხატავს საქართველოს, ქართველი ხალხის ინტერესს. მას შეუძლია ამ განცხადებებით კონკურენცია გაუწიოს სერგო ორჯონიკიძეს და ფილიპე მახარაძეს. ამ მასშტაბის მოღალატე ადამიანზე ვსაუბრობთ, როცა ვსაუბრობთ კობახიძეზე," - განაცხადა მანჯგალაძემ.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერული პროექტების ნოვატორულ დიზაინ კონცეპციებს NBK-ს ტერაკოტას საფასადე მასალებით აღასრულებს
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
Tempo Beverages-მა „ზედაზენის“ საკონტროლო პაკეტი შეიძინა – ისტორიული გარიგება ქართული სასმელების სექტორში
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა