„ღირსება არ იყიდება, ჩვენ გვინდა ევროპა“ - ამ მოწოდებით აქცია თელავშიც გაიმართა

„ღირსება არ იყიდება, ჩვენ გვინდა ევროპა“ - ამ მოწოდებით თელავში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების ორგანიზებით აქცია გაიმართა.

აქციის მომდინარეობისას ლოზუნგით „ქალები ტოტალური კონტროლის წინააღმდეგ“ კამპანიის ფარგლებში შეკრებილებმა საგანგებო მიმართვაც წაიკითხეს.

საპროტესტო შეძახილებითა და ტრანსპარანტებით 50-მდე ადამიანი თელავის თეატრის წინ ერთ საათზე მეტხანს იდა.

„ქალთა მარშის“ აქციის მონაწილეებმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს.

მათი თქმით, არ დათმობენ ევროპულ მომავალს და არ დაემორჩილებიან რუსეთის კონტროლს.

შეკრებილები ყოველდღიურ აქციებს აანონსებენ.

მათ დეპუტატების დავით სონღულაშვილთან და ირაკლი ქადაგიშვილთან შეხვედრის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.

როგორც ისინი აცხადებენ, ორივე დეპუტატმა ამომრჩევლის კითხვებს პასუხი უნდა გასცეს - რატომ დაეთანხმნენ რუსული კანონის მიღებას.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერული პროექტების ნოვატორულ დიზაინ კონცეპციებს NBK-ს ტერაკოტას საფასადე მასალებით აღასრულებს
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
Tempo Beverages-მა „ზედაზენის“ საკონტროლო პაკეტი შეიძინა – ისტორიული გარიგება ქართული სასმელების სექტორში
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა