ლევან იოსელიანი - ვიზუალურადაც ჩანდა, რომ აქციაზე იყო ცალკეული შემთხვევები, სადაც სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან ძალის გამოყენების პროპორცია იყო აშკარად გადამეტებული

რა თქმა უნდა, ვიზუალურადაც ჩანდა, იქ იყო ცალკეული შემთხვევები, სადაც ძალის გამოყენების პროპორცია იყო აშკარად გადამეტებული სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა პარლამენტთან გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით სახალხო დამცველს ექნება დეტალური განცხადება, რომელსაც გამოაქვეყნებენ.

სახალხო დამცველმა სამართალდამცველებს მოუწოდა, არ გადაამეტონ ძალას მოქალაქეებთან მიმართებაში.

„სახალხო დამცველის აპარატი, რა თქმა უნდა, დღესაც იქნება აქციაზე და ვითარებას დააკვირდება. ჩვენი თანამშრომლები მუშაობენ ამაზე. მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავოს ძალადობისგან, შეურაცხმყოფელი მიმართვებისგან, იმიტომ, რომ საბოლო ჯამში, მერე ეს ყველაფერი გადაიზრდება ხოლმე ძალადობაში. ამ შემთხვევაში, მივმართავ სამართალდამცველებს, რომ მათ ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში ანგარიში გაუწიონ თავიანთ ძალას და ყველა ზომა მიიღონ იმისთვის, რომ არ გადაამეტონ მოქალაქეებთან მიმართებაში საკუთარი ძალა,“ - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ამასთან, ომბუდსმენმა განმარტება გააკეთა ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც რუსთაველის გამზირზე მის გამოჩენას მოჰყვა.

„მე მივედი აქციაზე იმისთვის, რომ ადგილზე გავცნობოდი რა ხდებოდა. იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ჩემი პოლიტიკური წარსული პოზიციების გამო, სავარაუდოდ, ჩემზე გულმოსულები იყვნენ, არ იზიარებდნენ ჩემს პოზიციას და ამას მოჰყვა შეხლა-შემოხლა და მათი მხრიდან შეურაცხმყოფელი შეძახილები, თუმცა ახლა ამას არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი არ არის კავშირში იმასთან, რაც ახლა იქ ხდებოდა. მე მინდა, რომ ცალსახად განვაცხადო - სახალხო დამცველი იცავს ყველას, მიუხედავად იმისა, როგორია მის მიმართ დამოკიდებულება,“ - განაცხადა იოსელიანმა.

შეგახსენებთ, საკანონმდებლო ორგანოსთან ე.წ. აგენტების კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილები არიან მოქალაქეები, პოლიტიკოსები, მესამე სექტორის წარმომადგენლები.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს