ვასილ კაჭარავა - საქართველოს შეხლა-შემოხლის ფუფუნება არ აქვს - ყველაფერი სიფრთხილითა და კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს

ამერიკის მცოდნეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელის, ვასილ კაჭარავას განცხადებით, საქართველოს „შეხლა-შემოხლის ფუფუნება არ აქვს“, პროტესტი ზეპარტიული უნდა იყოს და პოლიტიკოსებმა დროებით გვერდით უნდა გაიწიონ.

ვასილ კაჭარავამ, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ისაუბრა თბილისში, რუსთაველის გამზირზე გუშინ და დღეს განვითარებულ მოვლენებზე და პროტესტზე, რომელიც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს მოჰყვა.

„მიტინგზე მე შუაში ჩადგომას ვაპირებდი, რადგან ეს საქართველო ამდენი დაპირისპირების გამო ძალიან ცოდოა. იქითაც და აქეთაც ქართველები არიან. ორივე მხარე ამბობს, რომ ევროპაში მიდის. ალბათ, ევროპელებს უნდა ვკითხოთ, რომელი ქართული მხარე მეტად სწორია. შეხლა-შემოხლის ფუფუნება საქართველოს არ აქვს.

მიხარია, რომ დაპირისპირება ზეპარტიული ხდება. პოლიტიკოსების გარეშე, სამწუხაროდ, ცხოვრება არ გამოვა, მაგრამ ცოტა ხნით გვერდით უნდა გაიწიონ, რადგან პროცესმა იდეოლოგიური სახე მიიღო. ყველაფერი სიფრთხილითა და კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს”, - აღნიშნა მან.

ამასთან, კაჭარავას თქმით, პარტნიორების მხრიდან „მკვეთრი გაღიზიანება“, რაც ბოლო პერიოდში ისმის, პირველად ესმის.

„თუ საქართველო რუსეთის პირისპირ დარჩება, არ ვიცი ვინ დაგვეხმარება. ამერიკელების ასეთი მკვეთრი გაღიზიანება პირველად მესმის. ამერიკაზე უამრავი რამეა დამოკიდებული, ჩვენი მთავარი მოკავშირეები არიან. მათთან ურთიერთობის ასეთი გამწვავება არ ვარგა. ზოგი ფიქრობს, რომ საქართველოზე გამავალი სავაჭრო გზები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთი ყველაფერზე თვალს დახუჭავს, მაგრამ ასე არ იქნება“, - განაცხადა ვასილ კაჭარავამ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას