მომიტინგეები, რომელთაც მანამდე სანაპირო ჰქონდათ გადაკეტილი, კვლავ რუსთაველის გამზირზე ბრუნდებიან

აქციის მონაწილეების ნაწილი სანაპიროდან მსვლელობით რუსთაველის გამზირზე ბრუნდება.

მომიტინგეები მანამდე გმირთა მოედანზე შეჩერდნენ, რის გამოც მცირე ხნით მოძრაობა შეიზღუდა.

აქციის მონაწილეების მიმართ სოლიდარობის ნიშნად, საცხოვრებელი კორპუსებიდან და მანქანებიდან მოქალაქეები ტაშს უკრავენ.

აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: "საქართველო", "გამოდით", "არა რუსულ კანონს".

რაც შეეხება უშუალოდ რუსთაველის გამზირზე ამ დროისთვის არსებულ ვითარებას, წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით აქციის მონაწილეების 2-ჯერ დაშლის მიუხედავად, მომიტინგეთა ნაწილი კვლავ პარლამენტთან დაბრუნდა.

სპეცრაზმი, სავარაუდოდ, მომიტინგეების კიდევ ერთხელ დაშლას გეგმავს, ვინაიდან მოქალაქეების მისამართით იყო შესაბამისი გაფრთხილება.

პარლამენტსა და მიმდებარე ქუჩებზე დიდი ოდენობით სპეცრაზმი რჩება.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი