რუსთაველის გამზირზე ვითარება კვლავ დაძაბულია - სპეცრაზმი მომიტინგეების წინააღმდეგ პერიოდულად ცრემლსადენ აირს იყენებს

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტების დაკავებები გრძელდება.პარალელურად, მათ დასაშლელად სპეცდანიშნულების რაზმი სხვადასხვა საპოლიციო ღონისძიებებს იყენებს, მათ შორის ჭყლის ჭავლს და ცრემსადენ აირს.

აქციაზე რამდენიმე ადამიანი შეუძლოდ გახდა, მათ სამედიცინო დახმარებას ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფები უწევენ.

მოქალაქეები სკანდირებენ „საქართველო, საქართველო“.

მანამდე აქციის მონაწილეებმა ტერიტორიაზე ბარიკადები მოაწყეს, რისთვისაც ნაგვის ურნები და საზოგადოებრივი, გრძელი სკამები გამოიყენეს.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2025
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა