ოპოზიციური პარტიების ერთობა და საპროტესტო მოძრაობაში ჩართული სტუდენტები „საერთო-სახალხო მშვიდობიანი დაუმორჩილებლობის“  შესახებ 3-პუნქტიან გეგმას 9 მარტს წარადგენენ

ოპოზიციური პარტიების ერთობა და საპროტესტო მოძრაობაში ჩართული სტუდენტები „საერთო-სახალხო მშვიდობიანი დაუმორჩილებლობის“  შესახებ 3-პუნქტიან გეგმას 9 მარტს წარადგენენ

ოპოზიციური პარტიების ერთობისა და სტუდენტების 3 - პუნქტიანი გეგმა საერთო-სახალხო მშვიდობიანი დაუმორჩილებლობის შესახებ 9 მარტს გახდება ცნობილი.

ოპოზიციური პარტიების ერთობა და სტუდენტები, რომლებიც ჩართულები არიან საპროტესტო მოძრაობაში, 11:00 გააკეთებენ ერთობლივ მოწოდებას საერთო-სახალხო მშვიდობიანი დაუმორჩილებლობის დაწყების შესახებ.

„საგანგებო ბრიფინგზე გაჟღერდება პარტიების და სტუდენტური საპროტესტო გაერთიანების შეთანხმებული 3 პუნქტიანი გეგმა საერთო-სახალხო მშვიდობიანი დაუმორჩილებლობის კონკრეტული მოქმედებების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ორგანიზატორები ავრცელებენ.