პარლამენტის შენობასთან ექსპერტები მუშაობენ

პარლამენტის შენობასთან ექსპერტები მუშაობენ. ისინი საპროტესტო აქციის დროს დაზიანებული ადგილების შესწავლა-შეფასებას ახორციელებენ.

ასევე, სპეციალისტები აქციის დროს ჩამსხვრეული ფანჯრებს სვამენ და ამონტაჟებენ რკინის გისოსებს.

ადგილზე ამ დროისთვის სიმშვიდეა. რუსთაველის გამზირზე კვლავ რჩება პოლიცია.

შეგახსენებთ, თბილისში მოქალაქეები ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებენ, რომელსაც მხარი პარლამენტმა 7 მარტს დაუჭირა.

8 მარტს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გაახმოვანა გადაწყვეტილება პარლამენტის შენობის ალყაში მოქცევის შესახებ.

სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი, წინა დღის მსგავსად, არაერთხელ გამოიყენა. პოლიცია აკავებდა დემონსტრანტებს. შსს-ს ინფორმაციით, ჯამში, 7-8 მარტს რუსთაველზე 133 პირი დააკავეს, მათ შორის ერთი სისხლის სამართლის დანაშაულის ბრალდებით.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს