სერგი კაპანაძე - ეს პატარა წარმატება, ბრძოლაში პატარა გამარჯვებაა - „ქართულ ოცნებაში“ ფუნდამენტურად არაფერი არ შეცვლილა, ხვალ სხვა ინსტრუმენტის გამოყენებას აუცილებლად ეცდებიან

ჩემი აზრით, ეს პატარა წარმატება, ბრძოლაში პატარა გამარჯვებაა - მათში [„ქართულ ოცნებაში“] ფუნდამენტურად არაფერი შეცვლილა. ხვალ სხვა ინსტრუმენტის გამოყენებას აუცილებლად ეცდებიან, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ ორგანიზაცია „გრასის“ დამფუძნებელმა, სერგი კაპანაძემ ე.წ. აგენტების კანონპროექტთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები აღნიშნული კანონპროექტის შინაარსზე უარს არ ამბობენ და მსგავს „მავნებლობებს“ აუცილებლად დაუბრუნდებიან, რათა ანტიევროპული ნაბიჯები გააგრძელონ.

„არაფერი ფუნდამენტური მათში არ შეცვლილა. ეს არ იყო გადაწყვეტილება, რომლითაც მათ თქვეს, რომ „ეს იყო ცუდი, რუსული, არაევროპული კანონი და ამიტომ გავიწვიეთ უკან“. არა. მათ თქვეს, რომ უკან ამ ზეწოლის გამო გაიწვიეს და ახლა ხალხს უნდა აუხსნან, რომ ევროპული კანონი იყო. ანუ, კანონპროექტის შინაარსზე უარს არ ამბობენ,“ - განაცხადა კაპანაძემ.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის საკითხი დღის წესრიგში კვლავ არ დაუბრუნდეს, პირველ რიგში, საზოგადოების ერთიანობაა საჭირო. კაპანაძის განცხადებით, მოდუნების საშუალება არავის უნდა ჰქონდეს, რადგან ხელისუფლების მოტივაციები არსად წასულა.

„ისეთ რაღაც შეეხნენ, რომელიც ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვისაც იყო წითელი ხაზი. ასეთი კანონის, ასეთი გადაწყვეტილებების მიღება, მართლა პუტინის თამაშის წესია. მათ ეს კარგად იციან, ამიტომ მოყვა ასეთი რეაქცია. მოდუნების საშუალება არავის არ უნდა ჰქონდეს, იმიტომ რომ მათი მოტივაციები არსად წასულა. ეს მათ უკან არ წაუღიათ. მათ უნდათ ამის გაკეთება ისევ უნდათ. უნდათ, რომ არასამთავრობოები შეზღუდონ, უცხოური დაფინანსება შემცირდეს ან შეწყდეს, დასავლეთის დემონიზება გაგრძელდეს, მედია იყოს გაჩუმებული, უბრალოდ ამ ინსტრუმენტის გამოყენება არ გამოუვიდათ. ხვალ სხვა ინსტრუმენტის გამოყენებას აუცილებლად ეცდებიან”, - აღნიშნა კაპანაძემ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა