მიხეილ სააკაშვილი - ყველაფერში გამოვლინდა მთავარი რამ, ჩვენი გენეტიკური კოდი თავისუფლების მოყვარეობის - ბელარუსებზე ბევრად მაგრად იბრძოდნენ ბარიკადებზე და მთელ რიგ ელემენტებში უკრაინელებსაც აჯობეს

ყველაფერში გამოვლინდა მთავარი რამ, ჩვენი გენეტიკური კოდი თავისუფლების მოყვარეობის - ბელარუსებზე ბევრად მაგრად იბრძოდნენ ბარიკადებზე და მთელ რიგ ელემენტებში უკრაინელებსაც აჯობეს,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ამ თაობამ არ იცის თუ რას ნიშნავს უნივერსიტეტში ქრთამით მოწყობა. მათ უკვე პირველ კლასში ყველას დავურიგეთ კომპიუტერები და თითქმის ყველა სკოლაში შევიყვანეთ ამერიკელი მასწავლებელი და დავავიწყეთ რუსული. სკოლებში მანდატურებმა შეიტანეს უსაფრთხოება. მოკლედ გატარდა თანასწორობის გარემოს შექმნის პოლიტიკა.

ამავე თაობამ ნახა ხელისუფლების არჩევნებით ცვლილება. ამ დღეებში ამ ყველაფრის მონაპოვარი მიიღო საქართველომ.

გარდა ამისა ამ ყველაფერში გამოვლინდა მთავარი რამ, ჩვენი გენეტიკური კოდი თავისუფლების მოყვარეობის.

მინდა ვთქვა რომ ბელარუსებზე ბევრად მაგრად იბრძოდნენ ბარიკადებზე და მთელ რიგ ელემენტებში უკრაინელებსაც აჯობეს. მართლა საამაყოები ხართ!

მიხარია, რომ ნიკუშა და ალისაც იყვნენ ყველა მიტინგზე - ალისამ მიტინგი, როგორც ზეიმი ისე აღიქვა“,- წერს სააკაშვილი.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს