ირაკლი ნადირაძე აქციაზე მის მიმართ განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით პოლიციაში გამოკითხეს

ვერ გეტყვით საერთოდ ვინ იყო, გამოკითხულია და იდენტიფიცირებულია თუ არა, მსგავსი ინფორმაცია ჩემთვის არ მოუწოდებიათ, არაფერი არ უთქვამთ, უბრალოდ გამომკითხეს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ნადირაძემ პოლიციის შენობის დატოვების შემდეგ განაცხადა, სადაც ის აქციაზე მის მიმართ განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით გამოჰკითხეს.

ირაკლი ნადირაძის თქმით, მას ადამიანი მიუგზავნეს, რომელსაც პრეტენზია იმაზე ჰქონდა, თუ რატომ იმყოფებოდა მიტინგზე.

„პრაქტიკულად ბევრი გამოსაკითხიც არაფერი იყო იმიტომ, რომ პირდაპირ ეთერში მოხდა ეს ფიზიკური დაპირისპირება და სუს-ის აგენტ-პროვოკატორი პირაპირ ეთერში იყო მოსული და ჩანდა კიდევაც, რაც ხდებოდა. მიუხედავად ამისა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა გამოკითხვა. ფაქტია, რომ შუა მიტინგზე გამოაგზავნეს ადამიანი, რომელსაც სახელი და გვარის მეტი ჩემთვის არაფერი უკითხავს და ერთადერთი პრეტენზია იყო ის, რომ თუ რატომ ვიმყოფებოდით მიტინგზე.

ასეთი სუს-ის აგენტ-პროვოკატორებით და „ნასედკებით“ ვერც ოპოზიციას და ვერც სამოქალაქო აქტივისტებს, ვერც ჩვენს საზოგადოებას ვერ შეაშინებენ, ეს არის რუსული ხელწერა და რუსული არაფერი აღარ გაუვა ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილს“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა