ირაკლი ქადაგიშვილი - უკვე პირდაპირი ტექსტით ამბობენ, სააკაშვილის ხელისუფლება არის ის, რომელიც რუსეთს ომს დაუწყებს - უნდათ, რომ ეს რეალობა კიდევ ერთხელ გაიმეორონ

"ნაციონალური მოძრაობის" განცხადებებს, მათ ქმედებებს არაფერი საერთო არ აქვს საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან, მითუმეტეს, საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავებასა და კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან , - ასე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებას, რომ „მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყება, რათა ხელისუფლება შეიცვალოს“.

როგორც ქადაგიშვილი განმარტავს, ახლა „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს.

„ამას ხომ უკვე პირდაპირი ტექსტით ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსეთს ომს არ დაუწყებს, სააკაშვილის ხელისუფლება არის ის, რომელიც რუსეთს ომს დაუწყებს. ომის დაწყება როგორ მთავრდება სააკაშვილის ხელისუფლების მხრიდან, ყველამ კარგად ვნახეთ 2008 წელს. იმ ახალგაზრდებს, რომლებიც მაშინ ძალიან პატარა იყვნენ და არ ახსოვთ, ალბათ, კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, რომ ეს იყო სრული სირცხვილი, როგორც იქცეოდა მაშინ მხედართმთავარი და როგორ იქცეოდნენ მისი მინისტრები, როცა ქართული ჯარი, გმირულად დაღუპული ვაჟკაცები ბრძოლის ველზე დატოვეს და პატრიარქს უწევდა თავის ხელით სამღვდელოებასთან ერთად მათი მოვლა და გამოყვანა. როგორ გადასცეს ენერგეტიკული ობიექტები რუსეთის ფედერაციას. ეს არის რეალობა, რაც მათ ერთხელ გააკეთეს, ახლა უნდათ რომ ეს რეალობა კიდევ ერთხელ გაიმეორონ. სწორედ, ეს არის უსამშობლობა, სწორედ ეს არის უცხო ქვეყნის ინტერესებზე სამსახური და არა საკუთარი ერის ინტერესების მიმართ სამსახური. ეს განცხადება მერაბიშვილმა და სხვებმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ უკვე ღიად გააკეთეს და ქართულმა საზოგადოებამ ეს ყველაფერი კარგად უნდა დაინახოს, მათ განცხადებებს, მათ ქმედებებს არაფერი საერთო არ აქვთ საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან, მითუმეტეს, საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავებასთან და კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან. პირიქით, ყველაფერს აკეთებენ დესტრუქციის მიმართულებით, რომ ეს სტატუსი რამენაირად იქნებ კიდევ ერთხელ არ იქნეს მოცემული, ამაში ხედავენ ისინი არეულობისა და რევოლუციის შესაძლებლობას“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა