ხატია დეკანოიძე - ირაკლი ღარიბაშვილი პირდაპირ იმეორებს გზავნილებს, რომელიც აქვთ ლავროვს, პესკოვს, სიმონიანს და სალავიოვს - როდესაც სალავიოვი გაქებს, ამ ქვეყანაში ლეგიტიმაცია აღარ გაქვს

ირაკლი ღარიბაშვილი პირდაპირ იმეორებს გზავნილებს, რომელიც აქვთ ლავროვს, პესკოვს, სიმონიანს, სალავიოვს - როდესაც სალავიოვი გაქებს, ამ ქვეყანაში ლეგიტიმაცია აღარ გაქვს, - ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრის ინტერვიუს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ხატია დეკანოიძე.

დეკანოიძის თქმით, მან შიშისგან თავზარდაცემული ადამიანის განცხადებები მოისმინა.

"ირაკლი ღარიბაშვილის მუქარა და ახალგაზრდების დისკრედიტაციის მიზნით შეთხზული გზავნილები სწორედ ივანიშვილის ხელისუფლებას გამოხატავს. ღარიბაშვილის აზრი არავის აინტერესებს, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ახალგაზრდებს, რომლებიც საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად ქუჩაში გამოვიდნენ. მუქარა და შურისძიება ამ ხელისუფლების ხელწერაა - მაშინ, როცა ღარიბაშვილის პოზიცია რუსი პროპაგანდისტების პოზიციებს ემთხვევა, ეს არის ის, რასაც ქუჩაში გამოსული ახალგაზრდები რუსთაველზე აპროტესტებდნენ. საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად ქუჩაში გამოსული ახალგაზრდების კონკრეტულ პარტიასთან აფილაციაზე საუბარი მათი ძალიან დიდი შეურაცხყოფაა - აქციაზე უამრავი ახალგაზრდა იდგა, ვისაც არანაირი პოლიტიკური პრეფერენცია არ ჰქონდა. ეს იყო შიშისგან თავზარდაცემული ადამიანის განცხადებები", - განუცხადა ჟურნალისტებს ხატია დეკანოიძემ.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს