ანდრიუს კუბილიუსი - ვიცით, როგორ უნდა საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირის წევრობა და ვიცით, რომ ამ მისწრაფებას ერთი დაბრკოლება აქვს და ამ დაბრკოლებას ბიძინა ივანიშვილი ჰქვია

ჩვენ ვიცით, თუ როგორ უნდა საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირის წევრობა და ჩვენ ვიცით, რომ ამ მისწრაფებას ერთი დაბრკოლება აქვს და ამ დაბრკოლებას ბიძინა ივანიშვილი ჰქვია , - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

ევროპარლამენტარის განცხადებით, მთავრობის მხრიდან ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი იყო პროვოკაცია.

„ეს ადამიანი, საქართველოს მოსახლეობისთვის ახალ-ახალ პრობლემას ქმნის. ჩვენ ვიცით, რომ ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი ჯერ კიდევ ციხეში არიან.

საქართველოს მთავრობის მხრიდან ამ კანონის (ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი) ინიციატივა იყო პროვოკაცია. ჩვენ ვიცით, რას მოითხოვს ევროკავშირი საქართველოს მთავრობისგან - ეს არის დეპოლარიზაცია. ამის მაგივრად ჩვენ ვხედავთ, ევროკავშირის საწინააღმდეგო და საქართველოს მოსახლეობის საწინააღმდეგო პროვოკაციას“,- განაცხადა კუბილიუსმა.

ევროპარლამენტარის შეფასებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებები არის კრემლის პროპაგანდის ანარეკლი.

„ამ დღეებში ირაკლი ღარიბაშვილმა ასეთი განცხადება გააკეთა, „ევროკავშირის პარლამენტმა ჯობია საკუთარ თავს მიხედოს“. მე ვფიქრობ, რომ ეს პროპაგანდა არის კრემლის პროპაგანდის ანარეკლი, ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მოსახლეობის და ხალხის მხარდაჭერას“, - განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა, რომლის განცხადების თარგმანიც „მთავარ არხს“ ეკუთვნის.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება